November 9, 2013
November 7, 2013
პური გაძვირდება?!
,,რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასი ორი მიზეზით გაიზარდა – მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა და ფოთის პორტში მაღალი ტარიფებია’‘ იხილეთ მეტი
November 7, 2013
ფოკუსი : 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი (Video)
მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი – 2014 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზეა გათვლილი და მის ხარჯვით პრიორიტეტებად ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა რჩება. 2014 წელს საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად მთავრობა მილიარდზე მეტი ლარის ოდენობის საშინაო და საგარეო ვალის აღებას აპირებს. ფინანსთა სამინისტროს საგანგაშოდ არ მიაჩნია არც ვალი და არც დანაკლისი 2013 წლის ბიუჯეტში, რომელიც 800 მილიონ ლარს აღწევს. რეალურია თუ არა მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა წლევანდელი ვარდნის ფონზე, ასევე – არის თუ არა პრობლემა საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად ვალის აღება და ზოგადად, როგორ გამოიყურება ბიუჯეტის პროექტი – ამის შესახებ ჩვენს სტუმრებთან, ეკონომისტებთან ემზარ ჯგერენაიასთან, აკაკი ცომაიასთან, გია მაისაშვილთან, ასევე – ნაციონალური მოძრაობის წევრთან ზურაბ მელიქიშვილთან ერთად ვსაუბრობთ.
November 7, 2013
გადაცემა “პროვოკატორის” სტუმარია ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია (Video)
გადაცემა “პროვოკატორის” სტუმარია ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. სატელეფონო ჩართვით: ენერგეტიკოსი მირან ფირცხელანი.
წყარო: www.palitratv.ge იხილეთ მეტი
November 6, 2013
ბიძინა ივანიშვილის მეორე გეგმა
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს, რომ გეგმის პირველი ნაწილი შესრულებულია, რაც მიხეილ სააკაშვილის და, ზოგადად, ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გულისხმობს. თუმცა, მისი აზრით, გეგმის მეორე ნაწილი ეხება ეკონომიკის აღორძინებას, ენერგეტიკის, დასაქმების პრობლემატიკას და სხვა. იხილეთ მეტი
October 19, 2013
მერი დაიჭირეს
”ხანდახან ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ათი მცნება, მოსეს კონგერსისთვის რომ გაეტანა დასამტკიცებლად”
რონალდ რეიგანი
”კეთილშობილი მამაკაცი მომთხოვნია თავის თავის მიმართ, პატარა კაცი მომთხოვნია სხვის მიმართ”
კონფუცი, 525 წ. ჩვ. ერ.
”ადამიანთან მოლაპარაკება გაცილებით ადვილია, როცა იგი იარაღის სამიზნეზე ზის”
დუაიტ ეიზენჰაუერი, აშშ-ის პრეზიდენტი
საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია.
იხილეთ მეტი
October 19, 2013
„ჯორჯიან თაიმსის“ პირველ ინდუსტრიული ფორუმი
მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსმა” 18 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი ადგილის მქონე მწარმოებელი კომპანიების პირველ ინდუსტრიულ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის მიზანია საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის, ბიზნესმენების, ინვესტორების ინტერესის კონცენტრირება ქართული წარმოების წინაშე არსებულ პრობლემებზე. იხილეთ მეტი
October 15, 2013
აშშ-ის საგარეო ვალის ანატომია
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
მსოფლიო დღეს კატასტროფის წინაშე დგას. ყოველ შემთხვევაში, ასე იუწყებიან წამყვანი ტელე-არხები და სააგენტოები. კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ის გარემოება, რომ აშშ-ის ეკონომიკა არის არა მარტო მთავარი ტონის მიმცემი, არამედ, რეალურად, მსოფლიო ეკონომიკის ერთად ერთი ხერხემალი, რომელზედაც აწყობილია მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები; არ არსებობს ბალანსი და მსოფლიო ბაზარი დაუცველია ამ კუთხით – აშშ-ის პოლიტიკოსების და ეკონომისტების მხრიდან ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება მსოფლიო ეკონომიკა უფსკრულში გადაჩეხოს. იხილეთ მეტი