August 1, 2016
პოლიტ-ეკონომიკური სატირა -3
თსუ-ს პროფესორის, ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, ემზარ ჯგერენაიას ავტორობით გამოიცა „პოლიტ-ეკონომიკური სატირა-3“. წინამდებარე ნაშრომი ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკური პრობლემების პუბლიცისტურ ანალიზს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ ნაშრომში გადმოცემულია ამ დროის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული ეკონომიკური პრობლემების (რომელიც მუდამ წითელ ხაზად გასდევს ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ საზოგადოებას) არა მარტო მეცნიერული ხედვა, ანალიზი, არამედ მსუბუქი იუმორნარევი შარჟიც.
აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გარკვეული ეკონომიკური ისტორიის კონტურები, სხვადასხვა პრობლემატური ეკონომიკური საკითხების დიალექტიკა და იუმორი.
ნაშრომის ორიგინალობის ფაქიზი შტრიხ-სვეტი არის ეკონომიკის და იუმორის შეჯვარების რთული ცდა და ის გადმოცემულია ცალკეული ბლოგების სახით.
პოლიტ-ეკონომიკური სატირა – 3
ავტორი: ემზარ ჯგერენაია, თსუ პროფესორი, PhD
გამოცემის წელი: 2016
იხილეთ წიგნის ქართულ და ინგლისურენოვანი ონლაინ ვერსიები
იხილეთ მეტი