November 7, 2013
ფოკუსი : 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი (Video)
მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი – 2014 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზეა გათვლილი და მის ხარჯვით პრიორიტეტებად ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა რჩება. 2014 წელს საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად მთავრობა მილიარდზე მეტი ლარის ოდენობის საშინაო და საგარეო ვალის აღებას აპირებს. ფინანსთა სამინისტროს საგანგაშოდ არ მიაჩნია არც ვალი და არც დანაკლისი 2013 წლის ბიუჯეტში, რომელიც 800 მილიონ ლარს აღწევს. რეალურია თუ არა მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა წლევანდელი ვარდნის ფონზე, ასევე – არის თუ არა პრობლემა საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად ვალის აღება და ზოგადად, როგორ გამოიყურება ბიუჯეტის პროექტი – ამის შესახებ ჩვენს სტუმრებთან, ეკონომისტებთან ემზარ ჯგერენაიასთან, აკაკი ცომაიასთან, გია მაისაშვილთან, ასევე – ნაციონალური მოძრაობის წევრთან ზურაბ მელიქიშვილთან ერთად ვსაუბრობთ.