October 19, 2013
„ჯორჯიან თაიმსის“ პირველ ინდუსტრიული ფორუმი
მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსმა” 18 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი ადგილის მქონე მწარმოებელი კომპანიების პირველ ინდუსტრიულ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის მიზანია საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიის, ბიზნესმენების, ინვესტორების ინტერესის კონცენტრირება ქართული წარმოების წინაშე არსებულ პრობლემებზე.
”ფორუმის ფარგლებში, ”ჯორჯიან თაიმსი” ყველა იმ კონკრეტულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც წარმოების სწრაფ და დინამიურ განვითარებას აფერხებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო რეგულაციები, საბაჟო და საგადასახადო რეჟიმები, სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამჭვირვალობის ხარისხი, საინვესტიციო კლიმატი, შრომის კოდექსი, შეღავათების და პრეფერენციების სისტემა”, _ აცხადებენ მედია ჰოლდინგში.
ფორუმის პარტნიორები არიან და მის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, შემოსავლების სამსახური, საკანონმდებლო ხელისუფლების შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელობა, საპარტნიორო ფონდი, საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, GCCI და ბიზნეს კომპანიები.