January 25, 2016
სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი
ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე ,შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ. ხოდა ისინი გარბიან იმ სექტორიდან თუ კვადრატიდან, სადაც მოსალოდნელია ფიანსური კრიზიის აფეთქბეა. ამით შეიძლება ალბათ აიხსნას ის გარემოება, რომ კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე ის მნიშვნელოვანი პერსონები იშორებენ ამ აქტივებს და თანაც ძალზე სარფიანად. რომელ აქტივებსაც იშორებენ ამა ქვეყნის ძლიერნი იქ მოხდება კრიზისის პირველი დარტყმა. ამის კონკრეტულ მაგალითად აშშ ყოფილ ფინანსთა მინისტრის ბიოგრაფიას და მის მიერ 200 მილიონის გადასახადის დამალვის ფაქტს გადავხედოთ.
2006 წლის 30 მაისს ჯორჯ ბუშმა ჰენრი პოლსონის კანდიდატურა წარადგინა აშშ-ს სახაზინო მდივნის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე მხოლოდ ნომინირებაც კი დიდი პატივი იყო პოლსონისთვის, მაგრამ არსებობდა 2 ფაქტორი: პირველ რიგში პოლსონს უნდა დაეტოვებინა Goldman Sachs-ის CEO-ს თანამდებობა და მისი კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინა სენატს. სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ პოლსონი კანონის მიხედვით იძულებული იქნებოდა აქციების მთლიანი პორტფელის ლიკვიდირება მოეხდინა მოვალეობის ოფიციალურ შესრულებამდე. ადამიანების უმეტესობისთვის ეს მეორე გამოწვევა ალბათ რთული დილემა იქნებოდა. ჰენრი პოლსონისთვის ეს ნიშნავდა იმას, რომ მას უნა გაეყიდა მის მფლობელობაში არსებული Goldman Sachs-ის1 %-იანი აქციები მთლიანად უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და ცხელ საბირჟო სეზონზე. მას ასევე მოუწევდა დასთანხმებოდა ხელფასის შემცირებას წლიური 40 მილიონი აშშ დოლარიდან 183 ათას აშშ დოლარამდე. რატომ უნდა გაეკეთებინა პოლსონს ეს ყველაფერი?
სახაზინო მდივნის თანამდებობამდე ჰენრი პოლსონი 32 წლის განმავლობაში მიიწევდა წინ Goldman Sachs-ის იერარქიულ კიბეზე. ის ბანკის ჩიკაგოს განყოფილებას 1974 წელს შეუერთდა. პარტნიორი გახდა 8 წლის შემდეგ, 36 წლის ასაკში. 1983-1988 წლებში ის იყო ჩიკაგოს მთლიანი განყოფილების მმართველი დირექტორი. ამის შემდეგ ის გადავიდა კომპანიის სათაო ოფისში ნიუ-იორკში. პოლსონი მუშაობდა 4 წლის განმავლობაში როგორც Chief Operating Officer, ამის შემდეგ კი გახდა ხელმძღვანელი და CEO.
CEO-ს თანამდებობაზე პოლსონის წლიური ხელფასი მინიმალური იყო 16 მილიონი აშშ დოლარი, მაქსიმალური კი 40 მილიონი. ის ასევე ყოველწლიურად იღებდა აქციების ოფციონებს. სახაზინო მდივნის როლში კი მისი წლიური ანაზღაურება 183 500 აშშ დოლარი იქნებოდა, ამასთანავე აშშ-ს ხელისუფლება არ არიგებს აქციების ოფციონებს. რატომ უნდა სურდეს ვინმეს ხელფასის ასე რადიკალურად შემცირება? და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვალდებული ხდები მაოხდინო აქციების პორტფელის სრულად ლიკვიდირება ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელ საბირჟო პერიოდში?
აშშ-ს მთავრობაში ითხოვენ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაღალი თანამდებობის პირები არ ფლობდნენ აქციების პორტფელს. ეს ლოგიკურიცაა, არ შეიძლება აშშ-ს პრეზიდენტი ან სახაზინო მდივანი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდეს პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, ყველა დიდი და მნიშვნელოვანი თანამდებობის ოფიციალური პირი ვალდებულია მოახდინოს აქტივების ლიკვიდირება, მანამ სანამ ის თანამდებობაზეა. ამ რეგულირების შესარბილებლად აშშ-ს მთავრობამ შექმნა სპეციალური საგადასახადო „ხვრელი“….
1989 წელს მთავრობამ შექმნა ერთჯერადი საგადასახადო „ხვრელი“ იმისათვის, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები კერძო სექტორიდან მიეზიდათ საჯარო სექტორში. ეს საგადასახადო შეღავათი ეხმარება კანდიდატებს მოახდინონ მთლიანი პორტფელის ლიკვიდირება კაპიტალიდან მიღებული სარგებელის დაბეგვრის გარეშე. ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც არის ჰენრი პოლსონი, რომლის მთლიანი, 500 მილიონიანი პორტფელი სხვა შემთხვევაში დიდ საგადასახადო ნორმებს დაექვემდებარებოდა, ეს საგადასახადო შეღავათი წარმოადგენდა ძალიან მიმზიდველ შესაძლებლობას გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ეს არის დიდებული მიზეზი რის გამოც ადამიანმა 40 მილიონიანი წლიური ხელფასი შეიძლება გაცვალოს 183 000-იან ხელფასზე. ამ საგადასახდო შეღავათით ისარგებლეს ასევე თავის დროზე Donald Rumsfeld-მა და Colin Powell-მაც. ამასთანავე, ეს საგადასახადო შეღავათი ეხება მხოლოდ ხელისუფლების აღმასრულებელ განყოფილებას. მათ შორის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს. სენატორები და კონგრესმენები ამ ჯგუფში არ შედიან. კანდიდატებმა უნდა მოახდინონ ქონების დეკლარირება, რის შემდეგაც კონგრესი წყვეტს ინტერესთა კონფლიქტის არსებობა-არარსებობის ფაქტს. კონგრესმა ასევე შეიძლება მოახდინოს ლიკვიდაციის წინასწარი მოთხოვნა, იმ კანდიდატების შემთხვევაში რომელთა ინტერესის კონფლიქტიც სახეზეა. ჰენრი პოლსონის 1%-იანი წილი მსოფლიოს უმსხვილეს საინვესტიციო ბანკში არანაირ კვლევას არ საჭიროებდა – ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი.
2006 წლის ივლისში, ჰენრი პოლსონმა მოახდინა Goldman Sachs-ის 3.23 მილიონი აქციის ლიკვიდირება, მთლიანი კომპანიის 1%-ის, ერთჯერადი საჯარო გაყიდვით. Goldman-ის აქციების 152 დოლარიანი ფასის გათვალისწინებით, პოლსონმა მიიღო გადასახადებისგან თავისუფალი 491 მილიონიანი მოგება, 491 მილიონი სუფთა მოგება. საგადასახადო შეღავათის გარეშე, თუ პოლსონს მოუწევდა აქციების იმავე დროს გაყიდვა იმავე ფასით, მისი საგადასახადო დანახარჯები საშტატო და ფედერალურ დონეზე, დაახლოებით, 200 მილიონს გაუტოლდებოდა.
ეს იყო ძალიან დიდი შეღავათი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იყო პერიოდი როდესაც პოლსონი, ალბათ, ძალიან ინანებდა აქციების გაყიდვას. 1.5 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ის სახაზინო მდივანი გახდა აქციების ბაზარი გაიზარდა, განსაკუთრებით გაიზარდა Goldman Sachs-ის აქციების ფასი. 2006 წლის ივლისსა და 2007 წლის ოქტომბერს შორის Sachs-ის აქციების ფასი 152 დოლარიდან 236 დოლარამდე გაიზარდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით არამხოლოდ გაიზრდებოდა პოლსონის ხელფასი, როგორც CEO-სი, არამედ გაიზრდებოდა მის საკუთრებაში არსებული აქციების ღირებულებაც – 755 მილიონ აშშ დოლარამდე. სინამდვილეში გადასახადების გადახდის შემდეგ ეს თანხაც შემცირდებოდა 500 მილიონამდე. ამ გადმოსახედიდან ასევე არავინ იცოდა რამდენად შეიძლება გაზრდილიყო Goldman Sachs-ის აქციების ფასი, გახდებოდა პოლსონის აქციების ღირებულება ჯამში 1 მილიარდი? 2 მილიარდი? თუ უფრო მეტიც? ან იქნება ნაკლები?
მაგრამ როგორც განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა და საბოლოოდ გაირკვა, პოლსონის არჩევანი სწორი იყო. მალე არამხოლოდ Goldman Sachs, არამედ მთლიანად ფინანსური სისტემა აღმოჩნდა კრიზისში. ბანკის აქციების ფასმა 2007 წლის ოქტომბერში მაქსიმუმს მიაღწია და 236 აშშ დოლარი შეადგინა, სულ რაღაც 13 თვის შემდეგ კი, მას შემდეგ რაც The Lehman Brothers-ის გაკოტრდა, Sachs-ის აქციების ფასი 77.5%-ით 53.31 აშშ დოლარამდე შემცირდა. პოლსონი რომ არ დათანხმებოდა სახაზინო მდივნის თანამდებობას მისი აქციების ღირებულება 170 მილიონამდე შემცირდებოდა, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ მხოლოდ 100 მილიონი იქნებოდა. გჯერათ ეს თუ არა ფაქტია, რომ პოლსონმა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით 200-400 მილიონი აშშ დოლარის სარგებელი მიიღო. რა შეიძლება დავარქვათ ამას?
ახლა მთავარია ფრთხილად მივადევნოთ თვალყური -სად იშორებენ აქტივებს!
ემზარ ჯგერენაია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
თსუ პროფესორი
წყარო: www.celebritynetworth.com