November 22, 2016
სოფიკო ჭიაურელი ლონდონში და ერის მისია
სექტემბრის მზის სხივებით გაჯერებულ ლონდონის ქუჩას მივუყვებოდით „სიტიში“ მე და ოჯახი ჩემს ერთ ლონდონელ მეგობართან ერთად. მასპინძლობას ჩემულობდა ჩემი მეგობარი და იმ კუთხით და რაკურსით უნდოდა ლონდონის დანახება, საიდანაც ჩვენ აქამდე არ გვინახავს, მიუხედავად ლონდონისადმი ჩვენი ტრფობისა. „სიტის“ ხმაურიან ქუჩებზე ნასადილევს,( ხოხობით სადილობის შემდგომ) ფეხით გასეირნება შემოგვთავაზა ტბასთან და სიმწვანეში. „სიტი“ და სიმწვანე?- რაღაც შეუთავსებელია გავიფიქრე გულში, დაუჯერებელი მომეჩვენა. უცებ იქვე მდგარ რამოდენიმე „უსახურ“, დახავსებულ, მოღუშულ კორპუსზე მიმითითა. დაგვპატიჟა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ახალი ექსპონატების სანახავად. საოცარია „სიტი“! ბევრჯერ ჩამივლია იმ ადგილას , შემიხედავს ლონდონისთვის უჩვეულო მაღალსართულიანი მოღუშული შენობებისათვის და გამიფიქრია – რა უნდათ ამ მახინჯ კოშკებს აქ, რატომ არ ანგრევენ? იხილეთ მეტი