ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (Video)

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში – ემზარ ჯგერენაია აპრილის და მაისის მაჩვენებლით, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას ვარაუდობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ეკონომიკა დღეს საკმაოდ ჯანსაღად ფუნქციონირებს, რაზეც ფინანსთა სამინისტროს მიერ გადასახადების ამოღების მაჩვენებელიც მიუთითებს.

​ჯგერენაიას თქმით, სამინისტრომ საგადასახადო შემოსავლების სახით, უპრეცედენტოდ მაღალი თანხა, მილიარდზე მეტი ლარი ამოიღო. გადასახადების ამოღებასთან ერთად, მისივე თქმით, სახეზეა ექსპორტის და ტრანსფერების ზრდა, მყარია ეროვნული ვალუტა, რაც ექსპერტს დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.

„ ლარი საკმაოდ მყარად გამოიყურება, ნაკლებად ვალატიური ვალუტა გახდა. ის, რა ცვლილებებიც ბოლო დროს განიცადა, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ამ პერიოდიდან დაიწყებოდა ეკონომიკის ზრდა, მათ შორის, იმპორტის ზრდა. იმპორტის მაჩვენებელი განაპირობებს დოლარზე მოთხოვნის ზრდას და ეს იწვევს ლარის კურსის დაცემას . დოლარზე მოთხოვნილების გაზრდამ განაპირობა ის კურსი, რომელიც დღეს გვაქვს. ეს ვალატიურობის მინიმალური მაჩვენებელია, მე არ ვფიქრობ, რომ ამან რამეს ხელი შეუშალოს, მაგრამ ჩვენ აპრილის და მაისის მაჩვენებლით, შედეგად გვექნება ეკონომიკის ზრდა. წლის ბოლომდე, ლარი საკმაოდ მყარი ვალუტა იქნება. რყევა იქნება მისაღები და ზომიერი. დღეს სახეზეა ექსპორტის ზრდა, სახეზეა ტრანსფერების მატება, საკმაოდ მნიშვნელოვანია საგადასახადო ამონაღების ზრდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არნახული „მოსავალი“ მიიღო, მან საგადასახადო შემოსავლების კუთხით, მილიარდზე მეტი ამოიღო . ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკა ჯანსაღად ფუნქციონირებს“,- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

25.04.2017

Comments

comments