August 13, 2015
მსოფლიო რეცესიის მოლოდინში და ჩინური ჭადრაკის კომბინაცია
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
რამდენიმე კვირის უკან, ყველას გვახსოვს, რომ ჩინეთის საბირჟო ინდექსები სწრაფად დავარდა და შეაზანზარა მსოფლიო ბაზარი. შემდგომ სახელმწიფო ჩაერია მრავალმილიარდიანი ინექციით და პირდაპირი, უხეში ადმინისტრაციული ჩარევით, რაღაც პერიოდი გააჩერა ეს ვარდნა. ერთი კვირის უკან ისევ დაიწყო ვარდნა და ჩანს, სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა ბაზრის წინაღმდეგ. ეკონომიკის ზრდამ ბოლო 6 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უჩვენა – 7%-ის ირგვლივ, შემცირდა მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე მოთხოვნა და, როგორც ობიექტური შედეგი – დაეცა სასაქონლო ბაზარზე ფასები.
და, აი, ჩინეთმა ახალი სურპრიზი მოუმზადა მსოფლიოს – მან ჩინური ვალუტა იუანის დევალვაცია მოახდინა. დიახ, მოახდინა. ჩინური ვალუტა არაა თავისუფალი მცურავი ვალუტა. ის იმართება მთავრობისგან და ჩინეთის სახალხო ბანკიდან და ემსახურება ექსპორტის ხლეშეწყობას, რაც მუდმივი დავის საგანია მის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. იხილეთ მეტი