emzari.ge
ემზარ ჯგერენაიას ოფიციალური გვერდი
  • მთავარი
  • ბლოგი
  • ბიბლიოთეკა
    • წიგნები
    • სამეცნიერო სტატიები
  • უნივერსიტეტი
  • მედია
  • კონფერენციები
  • Youtube
  • ფოტო
    • პირადი
    • კონფერენციები (ფოტო)
English
   
RSS
  • YouTube
  • Linkdin

თემატიკა

  • ბლოგი
  • მედია
  • კონფერენციები
  • საუნივერსიტეტო გვერდი
  • ბიბლიოთეკა
  • სასარგებლო ბმულები
  • Youtube
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

ბლოგი


რა დაიცავს საქართ ველოს 2016 წლის მსოფლიო კრიზისისგან
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯო ბაიდენმა (Joe Biden), მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა ადამიანმა ბიზნესმენებს განუცხადა – თქვენ გაგაქვთ კაპიტალი, ფული ქვეყნიდან და ოფშორებში გადასახადებისგან მალავთ და ამით ახარებთ თქვენს მეწილეებს და აქციონერებს და ქურდავთ, ასუსტებთ სახელმწიფოს, თქვენს ქვეყანას. დააბრუნეთ ის კაპიტალი უკან, თქვენს ქვეყანაში და გაახარეთ თქვენი თანამოქალაქენი, სახელმწიფო და ისინი ააყვავებენ თქვენს ბიზნესს...


სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი
ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ...


სმიტი და ჩინეთი
ოქტომბრის ბოლოს მთელი ინგლისი, მისი აღმატებულება დედოფლიან, პრინცებიან და პრემიერ-მინისტრიანად ერთ უდიდეს სტუმარს მასპინძლობდნენ – კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ნამდვილად მეფური დახვედრა იყო და ამ ოდესღაც სასტიკად დაპირისპირებული ქვეყნების ხელმძღვანელების ურთიერთობის ახალი ეპოქა. უფრო მეტიც – იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერია დაჰკანკალებდა სტუმარს და ძალზედ ცდილობდა მოეწონებინა თავი, იგრძნობოდა რომ უპირატესობა სტუმრის მხარეს იყო...


რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს...


სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს! ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია...


ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც
აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები – უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს...


”ბექგრაუნდისა” და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში
სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის და უნდა – ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ.


აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!
კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა – მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ…

მერი დაიჭირეს
საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია...

February 24, 2011

ბრიტანეთი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ზღვარზე

სარედაქციო წერილი

ახალი, 2011 წელი აგრძელებს არასასიამოვნო სიურპრიზებს. დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზრის პირველმა სტატისტიკამ დააფიქსირა ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა. მართალია, უმუშევართა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ შრომის ბაზარზე სიტუაციის გაუარესების ნიშნები უკვე სახეზეა. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებთაც უმუშევრობისთვის შემწეობისთვის სახელმწიფოს მიმართეს, 2011 წლის იანვარში, პირველად ბოლო ოთხი თვის მანძილზე გაიზარდა 2,4 ათასით 1,46 მილიონამდე.

ანალიტიკოსები პირიქით, კლებას ელოდნენ 3 ათასით. ამასთან, უმუშევრობის დონე, რომელიც გამოთვლილია შემწეობისათვის გაკეთებული განაცხადების მიხედვით, ჯერჯერობით ძველ ნიშნულზეა და რვა თვეა ზედიზედ 4,5%-ზეა გაჩერებული. არც თუ სახარბიელო ანალიზს აკეთებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ექსპერტები. დიდ ბრიტანეთში დასაქმების მხრივ სიტუაცია გაუარესდა ჯერ კიდევ 2010 წლის IV კვარტალში. ამ პერიოდში უმუშევართა საერთო რიცხვი გაიზარდა 44 ათასი ადამიანით 2,49 მილიონამდე, ხოლო დასაქმება შემცირდა 68 ათასი ადამიანით. შედეგად, 2010 წლის IV კვარტალში მომუშავე ბრიტანელების რიცხვმა შეადგინა 29,1 მილიონი. ასევე არასასურველი მონაცემებია შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის ზრდაც ბოლო კვარტალში ბონუსების გათვალისწინებით (Avg. Earnings inc Bonus) შემცირებულია წინა სამ თვესთან შედარებით (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) – 2,1%-დან 1,8%-მდე. ხოლო ხელფასების ზრდის დონე ბონუსების გათვალისწინების გარეშე (Avg. Earnings ex Bonus) ძველ ნიშნულზეა – 2,3%-ის დონეზე. ILO-ს სტანდარტებით გაანგარიშებული უმუშევრობის მაჩვენებელი ამავე პერიოდში III კვარტალთან შედარებით გაიზარდა 7,7%-დან 7,9%-მდე. ეს უკვე სერიოზული განაცხადია ქვეყანაში დასაქმების სიტუაციის გაუარესებისა და მომავალში შრომის ბაზრის შესაძლო დასუსტების თვალსაზრისით. გამაწბილებელი და მოულოდნელია იანვრის მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ შრომის ბაზარზე სიტუაცია მართლაც უარესობისკენ არის წასული და ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ეკონომიკური ვარდნის დაწყების პირველი სიგნალი აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, უმუშევრობის დონე, რომელიც გამოითვლება შემწეობის შესახებ განაცხადებით, რვა თვეა ზედიზედ არ იცვლება, ეს კი ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზარზე რთული პრობლემები არ შეინიშნება, მაგრამ 2010 წელს ეს მაჩვენებელი განუხრელად მცირდებოდა, ეს ფაქტი კი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ბრიტანული ეკონომიკის ზრდა შენელებულია. 2010 წლის ბოლო კვარტლის სტატისტიკამ უკვე აჩვენა წინა კვარტალთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ვარდნა. მართალია, ჯერ საჯაროა მშპ-ის IV კვარტლის მხოლოდ პირველადი შეფასება, რამაც შესაძლოა შემდეგი კორექტირება განიცადოს. ექსპერტები ჯერჯერობით ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი და პროგნოზირებენ პირველი შეფასების დამტკიცებას, ანუ ეკონომიკური აქტივობის 0,5%-იან ვარდნას. თუკი, ნისლიანი ალბიონის ეკონომიკაში ვარდნა გაგრძელდება, შესაძლებელია შრომის ბაზარზე დაიწყოს უმუშევრობის ზრდის მეორე ტალღა. დამატებითი კატალიზატორი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის უმუშევრობის მეორე ტალღის ამპლიტუდას, შეიძლება გახდეს ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცენდენტო შემცირება. ამ შემთხვევაში, უმუშევრობის მასშტაბები აბსოლუტურად სხვა იქნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დიდ ბრიტანეთში ყველაფერი ასე ტრაგიკულად არ არის. 2010 წლის IV კვარტლის სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პროვოცირებული იყო საშინელი ყინვებითა და თოვლით, რომელმაც ბრიტანული ეკონომიკის ბევრი დარგის პარალიზება გამოიწვია. მართალია, სამშენებლო სექტორში გარკვეული “სიურპრიზები” ინგლისელებს არ უკვირთ, მაგრამ საცალო გაყიდვების ვარდნას, სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებასა და წინასაშობაო ვაჭრობის ჩავარდნას ისინი არ ელოდნენ. თუმცა, იანვრის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში არის პოზიტიური მონაცემებიც, რომელიც ახალი წელს ეკონომიკური აქტივობის დაჩქარებაზე მეტყველებს. იანვრის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბრიტანეთის შომის ბაზარი მოწყვლადია და არამდგრადი, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის დაწყების მომენტიდან ერთი წელი გავიდა. პირველ რიგში, ეს ხდება ბრიტანეთის მთავრობის ხარჯების რადიკალური შემცირების გამო. ცხადია, რომ ბრიტანელმა ბიზნესმენებმაც მჭიდროდ მოიჭირეს ქამრები მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცენდენტო შემცირების შედეგების ში-შით. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირების შემდეგ დასაქმების მხარდაჭერის მთელი სიმძიმე კერძო სექტორზე გადავა. პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ბიზნესმენებს მოუწოდებს, კერძო კომპანიებში უახლოეს თვეებში მეტი ადამიანი დაასაქმონ, რათა მაქსიმალურად მოხდეს სახელმწიფო სექტორში დათხოვნილი ადამიანების დასაქმება. შეგახსენებთ, რომ კამერონის მთავრობის მიერ ბიუჯეტის შემცირების გეგმა ითვალისწინებს 4 წლის განმავლობაში 330 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას.
გასული წლის IV კვარტლის სტატისტიკაში ყველაზე გამაწბილებელი ის ფაქტია, რომ ბრიტანელი უმუშევრების მესამედი ამ მდგომარეობაში წელიწადზე მეტია რაც იმყოფება. გარდა ამისა, უმუშევართაგან 20,5% 16-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. გასული წლის ბოლო კვარტლის მიხედვით, მათი რაოდენობა 965 ათასია. ორივე ამ მაჩვენებელმა 1992 წლის ისტორიული მაქსიმუმის ნიშნულს მიაღწია. ასეა თუ ისე, მართალია, ბრიტანეთში უმუშევრობა იზრდება, მაგრამ სიტუაცია არც ისეთი სავალალოა, როგორ მაგალითად, ევროზონასა და აშშ-ში, სადაც უმუშევრობა 10% და 9%-ის დონეზეა შესაბამისად, მაგრამ უფრო შორსაა იაპონიის მაჩვენებელთან, სადაც მოხერხდა უმუშევრობის დონის დაწევა 4,9%-მდე.
უმუშევრობის ზრდის პრობლემა დიდ ბრიტანეთში ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ხელში ნამდვილ კოზირად იქცა, პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა პარლამენტში განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება ახალგაზრდა ბრიტანელების იმედებს არ ამართლებს, რაზედაც პრემიერმა კამერონმა მიუგო: “ახალგაზრდების უმუშევრობა ბოლო რამდენიმე ათწლეულის პრობლემაა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, როგორც უკეთეს, ისე უარეს პერიოდში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები სამუშაოს დავუბრუნოთ.”
შრომის ბაზრის ბოლოდროინდელი სტატისტიკის კომენტირებისას, ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა, მერვინ კინგმა განაცხადა, რომ ციფრებმა მიაღწიეს ეკონომიკის საიმედოობის რეზერვის იმ მნიშვნელოვან მიჯნას, რომელიც საშუალებას იძლევა – ინფლაციურ ზეწოლას დაუპირისპირდნენ. რა მოჰყვება ამ განცხადებას? – ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ახლოს არის.
ევროპას 1,5%-იანი ზრდა ექნება
ევროპელი ბიზნესმენები რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ამას მოწმობს 964 ევროპელ ინვესტორთა გამოკითხვის შედეგები. ევროზონის საქმიან წრეებში განწყობას შენტიხLLC-ის სპეციალისტები იკვლევდნენ – ეროპაში საქმიანი კლიმატის შემსწავლელი ყველაზე აღიარებული სპეციალისტები. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, რომელიც თებერვლის დასაწყისში ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ საქმიანი ადამიანები არა მხოლოდ ახლა არიან კმაყოფილნი ეკონომიკური სიტუაციით, არამედ, მომავალსაც ოპტიმისტურად უყურებენ. ინვესტორების მიმდინარე განწყობა იანვრის 14 პუნქტიდან 21,25 პუნქტამდე ავიდა, ხოლო მოლოდინის ინდექსი კი – 7,25-დან 12,25 პუნქტამდე. რაც შეეხება ევროზონაში საქმიანი კლიმატის განმსაზღვრელ წამყვან მაჩვენებელს – ინვესტორების ნდობის ინდექსს (შენტიხ Iნვესტორ ჩონფიდენცე) იანვრის 10,6 პუნქტიდან 16,7 პუნქტამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ მაჩვენებლის 14,0 პუნქტით ზრდას. ბოლო სამი წლის მანძილზე მაქსიმალურ ნიშნულამდე ამ მაჩვენებლის ზრდა იმას მიანიშნებს, რომ რეგიონში სუვერენული ვალის კრიზისის თაობაზე შფოთი თანდათანობით უკანა პლანზე გადადის, ასევე, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელების პროგნოზიც.

February 5, 2011

ახალი რეგულაციები

„სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვები იქნება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტის საშუალებით“.
პირველი თებერვლიდან ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომლის მიზანი კონტრაბანდული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის სრული აღკვეთაა. იხილეთ მეტი

January 6, 2011

რა ზიანი მიაყენა ჰეგელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის არცოდნამ

“არაფერია მთვარის ქვეშ მარადიული, გარდა იდეისა მარადისობის შესახებ”… ჰეგელი 

 ნამდვილად ვიცი, მოგენატრებოდათ ჩემთან საუბარი და გამოგიტყდებით – მეც! არადა, მიიწურა ზამთარი და, ალბათ, სუსხიც და სიცივეც შეგვეშვება, შეიცვლება ბუნება და – ხასიათიც, ისე, როგორც ყოველთვის! იხილეთ მეტი

December 24, 2010

დღგ-ის შემცველობა ფეტვიან ხაჭაპურში და ეჯუორთის ყუთის პარამეტრები საახალწლო სუფრაზე – არნახული კონკურსი

ემზარ ჯგერენაია

ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა მეთქვა ჩემი მკითხველისთვის საახალწლოდ. ის, თუ როგორ გადავაგორეთ 365 დღე, 8760 საათი, 525600 წუთი და როგორ გვეტკინა თუ გვიჭირდა, რამდენი უაზრობა, სიშლეგე მივასიკვდილეთ და რამდენს ჩავიდენთ მომავალ 365 დღში. ან, იქნებ, საყოველთაოდ აღიარებული და დაფასებული წიწიბურას ფასების ატომურ აფეთქებაზე გვემსჯელა, გოჭთან, ანდა, გათავხედებულ ნიორთან ერთად! მაგრამ ამაზე უჩემოდაც ბევრს ლაპარაკობთ სამზარეულოში ჩაკეტილები, დარწმუნებული ვარ საახალწლო თავყრილობებიც არ იქნება ამ ქოთქოთის გარეშე. ჯობს მოგიყვეთ ფისკალური პოლიტკის მხიარული ამბები. იხილეთ მეტი

October 24, 2010

რუსი ქალების რეექსპორტი და რუსი ცოლების იმპორტი

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

http://www.regnum.ru/news/fd-abroad/abxazia/1337004.html#ixzz13Hqq16mx

ნამდვილად ვიცოდი, 21-ე საუკუნეში ეკონომიკურ თეორიში გადატრიალება რომ იქნებოდა, მაგრამ ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურას და საგადამხდელო ბალანსს ასე სასტიკად თუ შეცვლიდა ვინმე, ვერ წარმოვიდგენდი. ამას წინათ აფხაზეთის ეკონომიკურ სიტუაციაზე ვმუშაობდი და გავხსენი პორტალი, ალბათ ოფიციალური,www.abxazia.comდა საოცრებავ, სტრატეგიულ საექსპორტო რესურსებს შორის, ორი ახალი დეტალი აღმოვაჩინე – ერთი სტატია საექსპორტო ეკონომიკაში – რუსი ქალები და რუსი ცოლები… ალბათ, უპრიანი იქნებოდა დაეწერათ “რუსი ქალების რეექსპორტი და რუსი ცოლების იმპორტი”. იხილეთ მეტი

August 24, 2010

ჩვენ ვუსწრებთ დროს და ვახდენთ სასწაულს

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

დამთავრდა, მორჩა ის ავადსახსენებელი დრო, როდესაც ქართველები ყველაზე უკან მივჩანჩალებდით და ყველგან და ყოველთვის ვაგვიანებდით (ტოკიოს ინცინდენტი გამონაკლისი იყო და ბოლო). უფრო მეტიც, ჩვენ ვუსწრებთ დროსაც. არ გჯერათ? აგერ, ფაქტები: გახსოვთ, თბილისის აეროპორტიდან თვითმფრინავების გაფრენის მუდმივი დაგვიანება და საშინელი გაზის ნამწვის ნაყნოსვით დაჯღანული მომლოდინე ტურისტების სახეები, ყელში აჯიკაწასმულივით სველი და წითელი თვალები სულ რომ ემუდარებოდა ცნობათა ბიუროში “გუჩის” მოდელივით გამოწკიპულ და გამარჯვებული იერით მომზირალ გოგონას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი პიროვნება იყო მთელს დარბაზში, – როდის გავფრინდებით? ჰოდა, მორჩა ეს დრო ჩვენთან, თვითმფრინავები უკვე დროზე დაფრინავენ და უფრო მეტიც, დროზე ადრე დაფრინავენ კიდეც… ისე კი არა, როგორც მთელს ცივილურ მსოფლიოში – დროზე! არა, ჩვენ გავუსწარით დროს და დროზე ადრე დავფრინავთ. არ გჯერათ? იხილეთ მეტი

July 24, 2010

ვინ გვარჩენს, ანუ ამბავი იმიგრირებულ საქართველოზე და დარჩენილ ქართველებზე

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

საშინელმა სიცხემ და ლარის კურსი დაცემის ტალღამ შეარყია საქართველო ამ ზაფხულს! ეკონომიკური თეორიის რევალვაციის ბუმია! კლიმატის ცვლილებაზე და ეკონომიკურ პრობლემებზე უამრავი კითხვა დაგროვდა! ვერ გაარკვია მსოფლიომ, კლიმატის დათბობაა თუ გაციება?! იმატებს ეს ტემპერატურა თუ ეცემა?! ვიღაცამ ისიც თქვა, კლიმატის ცვლილების პრობლემა იმიტომ გამოიგონეს, რომ ფული გააკეთონ საერთაშორისო მასშტაბითო. ბოროტი ხმები ასევე ამბობენ, ეს ფინანსური ბუშტი და კრიზისი იმიტომ მოაწყევეს, რომ ომის გარეშე მსოფლიო ხელახლა გადაინაწილონო! მოკლედ, რას არ გაიგებს კაცი ამ გაგანია სიცხეში, რა ფერის ჭორებს არ ჰყვებიან, მაგრამ მთავარი ერთია – პასუხები კითხვაზე. მეცნიერებას ძალუძს ახსნას მოვლენები ობიექტური კანონებით, მაგრამ ისინი მაინც პასუხგაუცემელია! იხილეთ მეტი

May 24, 2010

არჩევნები და კომუნიზმი

ემზარ ჯგერენაია

ღმერთო ჩემო, სასწაული დროა მაისი – ყვავის დედამიწა, ატმის რტოების ფერადი ყვავილებით დახუნძლულ ტოტებს ტორტმანი გააქვთ და ამის შემხედვარე ადამიანის გულიც გადაფურჩქნულია და სასწაულის მოლოდინში ჩქეფს სიცოცხლე, გული კი, დიდი ზღაპრის მოლოდინში გაბადრული ესალბუნება ადუღებულ სისხლს. ლამაზია ეს ისლანდიის ვულაკნივით აფეთქებული დედა-ბუნებისა და ადამიანის ნახვა, ამაღელვებელი და ისეთივე სუსტი, როგორც შეყვარებული მამკაცი. ოდნავმა სუსხმა თუ წამოუბერა, მოდილიანის საოცარი ფერების ყვავილებისგან მხოლოდ კოკრები და მათში ჩამჯდარი მტვერი დარჩება, რომელიც ფუტკრებმა ალბათ დიდი სიმწრით მოიტანეს.
იხილეთ მეტი

«< 44 45 46 47 48 >

მოკლე ანალიზი

28.01.2016
Financial Times-ის ცნობით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ ბაქოში, რათა 4 მილიარდის დახმარების მიღების საკითხი მოილაპარაკონ აზერბაიჯანულ მხარესთან.იგივე წყაროს ცნობით, მათ რამოდენიმე დღეში შეუერთდებიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები. გამიხარდა აზერბაიჯანს რომ 4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს! ჩვენც ცოტას ამოვისუნთქავთ, არ დაგვაწვებიან ტვირთად. ჩვენც რომ ვთხოვოთ ერთი მილიარდი არაა? ჩვენც რომ დაგვეხმარონ? ვცადოთ მაინც და ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას თხოვოს მათ მილიარდი!!!!

10.01.2016
მსოფლიოს 2008 წლის კრიზისის მსგავსი რყევა ელოდება-ჯორჯ სოროსი
2016 წელი საფონდო ბაზარებზე სერიოზული რყევებით დაიწყო-Dow Jones 4 დან 8 იანვრის ჩათვლით ხუთი პროცენტით ანუ900 პუნქტით დაეცა. FactSet ის ცნობით ეს ბოლო 119 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წლის დასაწყისი იყო. S&P500 -ის ინდექსი დაეცა 4.9 პროცენტით, ბლუმბერგის ცნობით ეს ამ ინდექსის შემოღებიდან ,1928 წლიდან, ყველაზე ცუდი მაჩვეენებლია. NASDAQ- 6 % ით დაეცა, როგორც 2000 წელს, როცა "დოტ- კომები"- ს კრიზისი დაიწყო.და ბოლოს ინდექსმა MSCI World (Morgan Stanley) 5.8 % დაკარგა ,რაც მისი შემოღებიდან, 1998 წლიდან, უარესი მაჩვენებელია . საერთოდ, მსოფლიო კაპიტალის ბაზარმა 2.4 ტრილიონი დოლარი დაკარგა რამოდენიმე დღეშე . მარტო ბილ გეიცმა დაკარგა 4.6 მილიარდი და ასე ყველა ცნობილმა მილიარდერმა. ამის მიზეზი ჩინეთი გახდა, სადაც 8 იანვარს ბირჟა დაკეტეს სწრაფი ვარდნის გამო . Shanghai Composite ინდექსი 6 იანვარს 6,85 %-ით დაეცა,7ში -7,3%ით. ეს გამოიწვია ჩინეთის იუანის კურსის დევალვაციამ, რითაც ჩინეთის მთავრობა ცდილობდა ეკონომიკის ზრდის შენელების შეჩერებას ერთ დოლართან იუანი ღირდა 6,5646. როცა კაპიტალმა დაიწყო გაქცევა, ის მთავრობამ 6.5636 დონეზე აწია, მაგრამ პანიკა ვერ შეაჩერა. 513 მილიარდის ოქრო-სავალუტო რეზერვები გაყიდეს ჩინელებმა 2015 წელს, მათ შორის, 103 მილიარდის მარტო დეკემბერში, მაგრამ ვერ შეაჩერეს იუანის ვარდნა! მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.7 % დე ჩამოვიდა 2015 წელს. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მოხმარებითაც თითქმის მეორეა და მსოფლიო ბაზარზე საერთო ფასების დონესაც განაპირობებს ამიტომ CNBC ის ცნობით სოროსმა განაცხადა 2008 წლის კრიზისი განმეორდებაო.
წყარო: Soros: It's the 2008 crisis all over again.

პროგნოზი

09.01.2016
საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ჩვენს რეგიონში-აზერბეიჯანმა, რომელმაც რამ ოდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მანათის კურსი თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიყვანეო, ვერ გაუძლო ბოლო დღეების საუდის არაბეთის შეტევის გამო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას. გუშინდელიდან მოყოლებული, საგენტო ბლუმბერგმა პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ფაქტიურად დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი . თუმცა ეს ოფიციალური დოკუმენტით არ დასტურებულა გარდა იმისა, რომ ყოველ პირმა, რომელიც 500 დოლაარზე მეტ თანხის გადახურდავებას მოინდომებს უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა .მანათის კურსი დოლართან მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვის გაჩენისთანავე გაჩნდა მეორე - შავი კურსი -2.000. ბუნებრივია , აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა იმანენტურად გადაწვდება საქართველოს -აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას შესაბამისი შედეგებით ლარის ექვილიბრუმის წერტილის დარღვევისკენ .. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76 ის მიდამოებში დაფიქსირდა. რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე . რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს , დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს, ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო. იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე ,რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც. სასწრაფოდ, არსებული სიტუაციის კონტრ ნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას მთავრობამ ხელისუფლების სხვადასახვა შტოების ,ბიზნეს წრების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი. რომელის საშიშროება რეგიონში დღითი -დღე იზრდება







უახლესი პოსტები

  • სიღარიბე და ვიზალიბერალიზაცია (Video)
  • 1tv.ge – სატრანზიტო ტვირთბრუნვის მოცულობა (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას” პრესკლუბში
  • „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჰუმანური და ემოციებზე აწყობილია, რაც დიდი მინუსია”
  • ცეცხლის ხაზი (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (Video)
  • ემზარ ჯგერენაია: მაისში ეკონომიკის ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას ველოდებით (Video)
  • გადაცემა „ეკონომეტრი“ (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

ვიდეოები



















გვერდის შესახებ

  • Youtube
  • დაგვიკავშირდით
  • კონფერენციები
  • სასარგებლო ბმულები
  • ჩვენ შესახებ

ფოტოები

View my Flickr photostream

არქივი

სტატისტიკა


© emzari.ge 2025
Powered by WordPress • Themify WordPress Themes