December 29, 2012
დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება?
ემზარ ჯგერენაია რეფორმების შედეგების დადგომას 2014 წლისთვის პროგნოზირებს
ასრულებს თუ არა ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს? “თელასთან” და “ენერგო-პრო”-სთან გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 0-დან 300 კვ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, დენის ტარიფი 3.5 თეთრით მცირდება.
გარდა ამისა, უალკოჰოლო სასმელებზე მარკირების საკითხის გადავადების შემდეგ მთავრობამ პარლამენტს ახალი ცვლილება წარუდგინა, რომლითაც სალარო აპარატების გამოუყენებლობისთვის ჯარიმა 500–ის ნაცვლად 200 ლარით განისაზღვრება.
შემცირდა სხვა ჯარიმებიც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დენის ტარიფის და საგადასახადო ჯარიმების შემცირება ხელისუფლების მუშაობის მაქსიმალური შედეგია.
მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს 2013 წლის რეფორმებზე და შედეგს თითოეული მოქალაქე 2014 წელს ნახავს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი ტექნიკური თვალსაზრისით დანაპირებების შესრულება დაიწყო, თუმცა, რეალურად რამდენად ნიშნავს ეს დანაპირებების შესრულებას, პასუხი ამ კითხვაზე მოსახლეობამ უნდა გასცეს.
წყარო: კომერსანტი