”ბანკებს ბაზრის განვითარება არ აინტერესებთ და კლიენტებს მკაცრად ეპყრობიან”

საქართველოში 5-დან 4 მოქალაქე ბანკებს არ ენდობა – ასეთი შედეგით დასრულდა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ გამოკითხვა. ნდობის რეიტინგში ბანკებს 21%–ით მეექვსე ადგილი უჭირავთ. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1800–ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით ბანკებისადმი 21%–იანი ნდობა დაბალი მაჩვენებელია.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბანკები გადამეტებულ ყურადღებას რისკ–მენეჯმენტს აქცევენ, ნაკლებად ფიქრობენ მომხმარებელთა უფლებებზე. მისი თქმით, ბანკებს აღარც ბაზრის განვითარება აინტერესებთ და კლიენტებს საკმაოდ მკაცრად ეპყრობიან.

ჯგერენაიას განმარტებით, მტკივნეულია საკომისიოების საკითხიც. ექსპერტი ბანკებისადმი ნდობის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს. მისი თქმით, ბანკებისადმი ნდობის მაჩვენებელი კარგი 40%–ის ფარგლებში იქნებოდა, რაც მიანიშნებდა, რომ მოსახლეობა ბანკს როგორც საკუთარ პარტნიორს ისე უყურებს.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments