”ბანკ „ქართუსთვის“ თანხის დაბრუნება დადებითი ფაქტია”

ინტერვიუ ექსპერტთან ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაიასთან

როგორ ფიქრობთ, პროკურატურის მიერ სპეცოპერაციის დროს ამოღებული თანხის ბანკ “ქართუსათვის” დაბრუნება ნიშნავს თუ არა იმას, რომ სახეზე არ იყო ფულის გათეთრების ფაქტი?

ჩემი აზრით, ეს მისასალმებელია, ბანკს დაუბრუნდა თავისი თანხა. მაგრამ დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით, ჯერ საგამოძიებო სიტუაციაში უნდა გავერკვეთ. თანხის დაბრუნება ცალსახად, დადებითი ფაქტია, მაგრამ დანარჩენი იურისტების კომპეტენციაა.

ბანკმა “ქართუმ” წელი ზარალით დაამთავრა, იპოთეკით დატვირთული სესხები მთლიანად მისი პრობლემა აღმოჩნდა, ხომ არ გავრცელდება ეს სხვა ბანკებზე?

არა, ქართუ “ბანკის” პრობლემებზე სხვა ფაქტორებმაც მოახდინეს გავლენა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია. საქართველოს საბანკო სისტემაზე ეს არ გავრცელდება.

ანუ ეს საკანონმდებლო ცვლილება თავად საბანკო სექტორისათვის პრობლემას არ წარმოადგენს?

ეს ცვლილება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ბანკებისათვის. ვერ გეტყვით, რატომ მიიღო სახელმწიფომ ამ ცვლილების მიღების გადაწყვეტილება. ადრე ყადაღას ჰქონდა პრიმატი, შემდეგ პრიმატი ბანკს მიეცა, ახლა დააბრუნეს ძველი გადაწყვეტილება, თუმცა, რა იყო ამის მიზეზი, ჩემთვის უცნობია.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments