”ბანკები დაკრედიტების პირობების გამარტივებას დაიწყებენ”

ქართველ ექსპერტთა ნაწილი საბანკო სექტორში წლის ბოლოსთვის საპროცენტო განაკვეთების კლებასთან ერთად სესხის ასაღებად საჭირო სხვა პირობების გამარტივებას ელოდება. ამ შინაარსის განცხადებას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია გადაცემაში “თქვენი ბანკირი” აკეთებს.

მისი განცხადებით, ომისა და კრიზისის მიზეზით ამ დრომდე ბანკები თავს მაქსიმალურად იზღვევდნენ. მაგალითად იპოთეკური სესხის ასაღებად ორ და სამმაგი ოდენობის უზრუნველყოფას ითხოვდნენ. ჯგერენაია ვარაუდობს, რომ ბანკები თანდათანობით დაიწყებენ ამ პირობების გამარტივებას, რათა კლიენტები არ დაკარგონ.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments