”რეგიონებში ბანკების პერსონალს პროტექციით არჩევენ”

ქართულ ბანკებს რეგიონალურ ფილიალებში მომუშავე პერსონალის პროტექციით შერჩევას საყვედურობენ. ამ შინაარსის განცხადებას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი თქმით, სხვადასხვა საბანკო ოპერაციის წარმოებისას დედაქალაქში და მაგალითისთვის ბათუმში კადრების ცოდნის დონე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია.

ჯგერენაიას განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია, რა პრინციპით ხვდებიან რეგიონალურ ფილიალებში კადრები, რადგან მათ დიდ ნაწილს ელემენტარული საბანკო ოპერაციების შესრულება არ შეუძლია. ჯგერენაია გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი ადგილობრივი კადრების დაბალი განათლება იყოს. მისი თქმით, ძალიან კარგად იცნობს რეგიონებში ახალგაზრდების განათლების დონეს, ხოლო ბანკების არაკვალიფიციური კადრების მიზეზად ადგილებზე არსებულ პროტექციონიზმს ასახელებს.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments