“ბანკები დაკრედიტების მხრივ მხოლოდ რეკლამებში გააქტიურდნენ”

”ქართული ბანკები სესხების გაცემის კუთხით სარეკლამო რგოლებს ვერ გასცდნენ” – ამ განცხადებას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია რადიო ”კომერსანტთან” აკეთებს.

მისი განცხადებით, 2008 წლის შემდეგ გამკაცრებული დაკრედიტების ფონზე ბანკებმა კლიენტები დაკარგეს და ახლა მათ დაბრუნებას ცდილობენ. თუმცა, მათი აქტივობა ძირითადად სარეკლამო რგოლებით შემოიფარგლება. “ქართული ბანკები სესხის გაცემისას თავს მაქსიმალურად იზღვევენ. კვლავ ითხოვენ სამმაგ უზრუნველყოფას,”–აღნიშნავს ჯგერენია.

ანალოგიური პოზიცია აქვს კიდევ ერთ ექსპერტს. ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტს გიორგი აბაშიშვილს მიაჩნია, რომ საბანკო სექტორი სესხებს ისევ გართულებული პირობებით გასცემს. მისი თქმით, მათი აქტივობა დაკრედიტების კუთხით უფრო რეკლამებში გამოიხატება, ვიდრე რეალობაში. ”ბანკების რეკლამები ჰაერია, პრაქტიკასთან შეხებისას კი სხვა რეალობაა” – განმარტავს ექსპერტი.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments