ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იყო გამაოგნებელი

8935966933TBC
ექსპორტი ემზარ ჯგერენაია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამაოგნებელს უწოდებს.

,,ეს იყო კატასტროფული განცხადება. ამას შეიძლებოდა სავალალო შედეგი მოჰყოლოდა. მეანაბრეები შეიძლება მივარდნილიყვნენ ბანკებში და ანაბრები გამოეტანათ. ძალინ კარგია ასე, რომ არ მოხდა, მაგრამ ადამიანების ქვეცნობიერში მაინც დარჩება აზრი იმის შესახებ, მართლა რამე ხომ არ ხდება. ეს იყო გამაოგნებელი განცხადება. ამ განცხადებას სულ რომ საფუძველი ჰქონოდა, ამის საჯაროდ თქმა მაინც არ შეიძლებოდა. ბანკების თემა ძალიან სენსიტიური თემაა”, _ აცხადებს ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი – “ლიბერთი ბანკი” იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა – “სბერბანკმა”. თუმცა მას პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გააცნო ლადო გურგენიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაუხარდება, თუ ლიბერთი ბანკი არ გაიყიდა რუსულ ბანკზე.

,,მე ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან მქონდა და თუ ეს ასე არ არის, მხოლოდ გამიხარდება. “თიბისი ბანკზე” რომ არის მოლაპარაკება, ეს ზუსტად ვიცი. “გაზპრომბანკმა” ინტერესი რომ გამოხატა, ეს ზუსტად ვიცი. “ქართუ” რუსული ბანკი რომ არის, ეს ყველამ ვიცით და “გაზპრომის” ფულით რომ არის შექმნილი. თუ ლადო გურგენიძის შემთხვევაში, ასე არ არის, მომილოცავს ლადოსთვის და იმედია, რომ არც მომავალში არ იქნება და კონტროლზე ავიყვან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მის მიერ ,,თიბისი ბანკზე“ გაკეთებულ განცხადებას ,,თიბისი ბანკშიც“ უარყოფენ და განმარტავენ, რომ “თიბისი ბანკი” არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე რუსულ “ალფა ბანკთან”, თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან.

წყარო:  Medianews

Comments

comments