“პირველად 12 წლის განმავლობაში იანვარში ექსპორტ-იმპორტის ბალანსში დეფიციტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება”

imagesექსპერტის ეკონომიკის საკითებში ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, პირველად 12 წლის განმავლობაში მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტ-იმპორტის ბალანსში დეფიციტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

ამის შესახებ ჯგერენაიამ “პრაიმ-ტამის” პრეს-კლუბში განაცხადა.

“საერთოდ იანვარი თავისი ბუნებით რთული თვეა, მაგრამ გამაოგნებელი ტენდენცია გამოიკვეთა, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად მივიღეთ დეფიციტის შემცირება. ესპორტის ზრდის ტემპმა გადააჭარბა იმპორტის ზრის მაჩვენებელს, სავაჭრო დეფიციტი 50%-მდე შემცირდა, რაც ბოლო 12 წლის საუკეთესო მაჩვენებელია”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

ამასთან, ექსპერტის განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის კალათში დომინანტი არა ავტომობილების ტრანზიტი ან ჯართი, არამედ გადამამუშავებელი წარმოება იყო.

წყარო:  სააგენტო პირველი

Comments

comments