February 28, 2013
ექსპერტის შეფასებით, რუსული ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, რუსული ბაზარი საქართველოსთვის არა გადამწყვეტი, თუმცა მნიშვნელოვანია.
როგორც ჯგერენაიამ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ აქამდე რუსეთ-საქართველოს ბიზნესურთიერთობები ქაოსური იყო, დღეს ის გარკვეულ სქემას ექვემდებარება.
“თუ აქამდე რუსეთ-საქართველოს ბიზნესურთიერთობები ქაოსური იყო, დღეს ის გარკვეულ სქემას ექვემდებარება და ეს ძალიან კარგია. რუსეთის 150-მილიონიანი ბაზარი საქართველოსთვის არა გადამწყვეტი, თუმცა მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს სოფლის მეურნეობის სექტორში, საექსპორტო კალათისთვის მნიშვნელოვანი იქნება ქართული ღვინის გატანა რუსეთში. რაც შეეხება პროცედურას, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი პროცესია. ხარისხის კონტროლში სიახლე არაფერია”, – აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება “როსპოტრებნადზორის” დელეგაციის ვიზიტს, ექსპერტი ამბობს, რომ ეს ბაზრის გახსნამდე პროდუქციის შესწავლისთვის ჩვეულებრივი პროცესია.