July 3, 2013
გლეხმა უნდა გაიგოს, რომ სოფლის მეურნეობას მის ნაცვლად სახელმწიფო ვერ ააღორძინებს
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, სახელმწიფოს დახმარებით, სპეციალური ფონდები შეიქმნა. მოსამზადებელი სამუშაო რახანია დასრულდა და გაზაფხულიდან სოფლის მეურნეობის დახმარების ახალი პროგრამა ამოქმედდა. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის კარგად არის ცნობილი, რა ტიპის დახმარების მიღებაა შესაძლებელი, რა შეღავათები და უპირატესობები არსებობს, თუმცა დანარჩენმა ნაწილმა მხოლოდ ყურმოკვრით იცის, რომ სახელმწიფო გლეხებს და ბიზნესმენებს ეხმარება. აქვს თუ არა შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარება – რას წარმოადგენს თავისი არსით აღნიშნული პროექტი – ეს არის სოფლის მეურნეობაში ერთჯერადად გაღებული თანხები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელშესახებ შედეგს არ მოგვცემს თუ ყინული მართლაც დაიძრა და დარგს, რომელიც საქართველოს სამი ხელისუფლების პირობებში მიტოვებულად ითვლებოდა, მართლაც რეალური პერსპექტივები გაუჩნდა. იხილეთ მეტი