“ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურებზე რაოდენობაში იტყუებიან?

images

ექსპერტთა ნაწილი ნავთობკომპანიების მხრიდან უხარისხო საწვავის რეალიზაციაზე საუბრობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ საწვავის ხარისხი გაუარესებულია. მისი თქმით, ამ ეტაპზე საწვავის ხარისხს არავინ აკონტროლებს და მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი. როგორც “ქრონიკასთან” საუბარში ემზარ ჯგერენაია აცხადებს, “სუპერის” ფასად იყიდება არასუპერი, “პრემიუმი” პრემიუმი არ არის.

“გამოვლინდა, რომ არასათანადო ოქტანობა აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, საწვავის ხარისხი გაუარესებულია, “სუპერი” საერთოდ არ შემოდის საქართველოში, მაგრამ გაყიდვაში გვხვდება. ეს ყველას შეუძლია გადაამოწმოს და თავად ნახავს, რა შედეგსაც მიიღებს. როგორი ხარისხის საწვავს მოვიხმართ, ამას დღეს ქვეყანაში არავინ აკონტროლებს”, – აცხადებს ჯგერენაია.

მისსივე თქმით, ამჯერად საუბარია კომპანიებზე “გალფსა” და “ლუკოილზე”.

რაც შეეხება რეოდენობაში მოტყუებას, ჯგერენაია აცხადებს, რომ “კვლევის შედეგების მიხედვით, “ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურებზე გამოვლინდა, რომ რაოდენობაში არის განსხვავება”.

“საკმაოდ დიდი მოგებაა. მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დაეცა ნავთობის ფასები და ჩვენთან არ შემცირებულა. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ყოველი ჩასხმისას რაოდენობაშიც გაკლებენ, ეს უკვე საკმაოდ სოლიდური მოგებაა”, – აცხადებს ჯგერენაია.

წყარო: ghn.ge

Comments

comments