რატომ ატყუებენ ნავთობკომპანიები მომხმარებლებს

emzari-prime-time4-300x152
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში სკანდალური განცხადება გააკეთა.

ექსპერტმა იმ კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც თავისუფალი ბიზნესისა და ეკონომიკის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. შემოწმდა ლუკოილისა და გალფის რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური. აღმოჩნდა რომ ხდება სასწვავში ოქტანობის აღრევა. იყიდება დაბალხარისხიანი ბენზინი და დადგინდა რაოდენობრივი ცდომილებაც. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ნავთობკომპანიები მომხმარებელს ატყუებენ. მომხმარებელთა უფლებებს დაცვისა და ფასების პოლიტიკის პრობლემები კვლევა ამ სათაურით ქვეყანაში მოხმარებულ ბუნებრივ აირსაც ეხება. კვლევით დასტურდება, რომ მომხმარებელი აქაც მოტყუებული რჩება, რადგან გაზი, რომელსაც მომხმარებელი მოიხმარს ასევე დაბალი ხარისხისა და არასათანადო თბოენერგიის მატარებველია. აბონენტები კი ბუნებრივ აირში ორმაგ ფასს იხდიან. ექსპერტი ეკონომიკის საკითებში ემზარ ჯგერენაია დღეს საწვავის ფასსაც შეეხო და განაცხადა, რომ მსოფლიო ბირჯაზე ნავთობის ფასმა 30%-ით დაიკლო, შესაბამისად ქართულ ბაზარზე საწვავის ღირებულება მინიმუმ 10-15%-ით უფრო ნაკლები უნდა იყოს. –

წყარო: პირველი რადიო

Comments

comments