February 21, 2015
პრესკონფერენციის თემა – ლარის გაცვლითი კურსი და 2015 წლის გამოწვევები
ემზარ ჯგერნაიას პრესკონფერენცია
თარიღი: 20.02.15
February 21, 2015
February 21, 2015
ლარის კურსი-“ქრონიკის” კითხვებს ემზარ ჯგერენაია და რომან გოცირიძე პასუხობენ
გადაცემა: „ქრონიკა“
თარიღი: 20/02/2015
იხილეთ ვიდეო: www.imedi.ge
February 21, 2015
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კრიზისული კომიტეტის შემქნას ურჩევს.
როგორც ჯგერენაიამ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ჟურნალისტებს განუცხადა ხელისუფლებამ ერთიანი სამუშაო გეგმა უნდა შეიმუშაოს.
„სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კრიზისული კომიტეტი, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეკონომიკური გუნდი მთლიანად, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შევლენ. უნდა შემუშავდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა. უნდა მივმართოთ სავალუტო ფონდს. მისი ფუნქცია და მოვალეობაა ასეთ დროს დაუჭიროს ქვეყანას მხარი. უნდა მივმართოთ დონორებს. ჩვენ თუ მარტივად შევხედავთ ამ პრობლემას, რომ ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ინტერვენციას ბაზარზე და ამით მოგვარდება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც შეიძლება კატასროფამდე მიგვიყვანოს. დავხარჯავთ სავალუტო რეზერვებს და მოხდება გაუგონარი. გაუგონარი კი იქნება ის, რომ ინვესტორი, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს და თავისი მოგების რეპატრიაციის თემას უყურებს, როგორც კი დაინახავს, რომ ამას საფრთხე ემუქრება, თავისი საქმიანობის შეკვეცას და ქვეყნიდან კაპიტალის გატანას დაიწყებს. ეს იქნება კატასტროფა“, – აცხადებს ჯგერენაია.
წყარო: www.primetimenews.ge
February 5, 2015
“სახელმწიფო ძარცვავს მოსახლეობას,”- ეს განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაიამ, გააკეთა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის განცხადებით, მოსახლეობამ არ იცის, თუ რა ოდენობის ბუნებრივ აირში იხდის ფულს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, ბუნებრივი აირი რა წნევით და რა შემადგენლობით მიეწოდებათ.
“გვითხარით, რაში რას ვიხდით. ანუ, რა წნევა უნდა მოდიოდეს, რა ქიმიური შემადგენლობისაა. თქვენ შეგიძლიათ, წნევა დაწიოთ და ჩვენ მეტის გადახდა მოგვიწევს. რაშია საჭირო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები, ჩემთვის გაუგებარია,” – ამბობს ჯგერენაია.
რუსთავი 2
January 22, 2015
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება ამ ეტაპზეც ვერ მოხდება. ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი თქმით, დაზღვევის სისტემა ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს და მინიმალური დონის ანაბრები კატაკლიზმებისგან არის დაზღვეული.
ჯგერენაია აცხადებს, რომ მის დანერგვაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. მისივე პროგნოზით, დღესაც ეს თემა საუბრის დონეზე დარჩება.
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედდებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა შესაბამის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს. იხილეთ მეტი
January 14, 2015
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელზედაც დამოკიდებულია მსოფლიო ეკონომიკა – დოლარის გაცვლითი კურსია. დოლარი უპრეცენდენტოდ გამყარდა, რამაც სასაქონლო ბირჟებზე ფასების ვარდნა გამოიწვია, განსაკუთრებით – საწვავზე. რა მოელის დოლარის კურსს 2015 წლისთვის?
ამერიკის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლი 2.4%-ის ირგვლივაა, ამასთან, ჟანეტ იელინის მიერ 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის არ აპირებს გააგრძელოს ე.წ. „შერბილბის პოლიტიკა“, ობლიგაციების შეძენა და იაფი ფულის გადასროლა ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ბენ ბერნანკეს მიერ დატოვებულ „მემკვიდრეობას“ შეცვლიან და რეფინანსირების საპროცენტო მაჩვენებელი 0.25%-დან გაიზრდება. სადამდე? ალბათ, 2015 წლის განმავლობაში 0.5 ან 0.75%-მდე. იელინმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია აშშ-ის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების გაურესებით, რისი მიზეზიც ნავთობის ფასების ვარდნაა, რომელიც ზუსტად სად გაჩერდება არავინ იცის, თუმცა, ვფიქრობ, იელინის განცხადება სწორედ იმის მაუწყებელია, რომ 2015 წლის ივნისიდან ნავთობის ფასი მეტად აღარ შემცირდება და ის 40 დოლარს არ ჩამოსცდება. რა არის ასეთი დასკვნის საფუძველი? იხილეთ მეტი
January 10, 2015
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები – ექსპერტების შეფასება
2014 წელი დასასრულს მიაუხლოვდა. ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ხელისუფლების მისამართის გაისმოდა იყო როგორც კრიტიკა, ასევე პოზიტივი. განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რამაც საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩინა. წლის ბოლოს, ლარის კურსის მკვეთრმა ცვლილებამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვია. მნიშვნელოვანი იყო ინვესტიციების შემოდინება, რამაც 2014 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.
ასე რომ, 2014 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო დახუნძლული. ვინაიდან წლის ბოლო ნომერია, ეკონომიკის ექსპერტებს დავუკავშირდით და 2014 წლის შეფასება ვთხოვეთ, ასევე, ვთხოვეთ გამოეკვეთათ, გასული წლის, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა. იხილეთ მეტი