May 6, 2015
ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (ვიდეო)
ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (ვიდეო)
6.05.2015
May 6, 2015
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ლარის დასტაბილურების პროცესის დაწყებას მაისის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, დეფიციტის შევსების მყისიერი ზრდისთვის პრივატიზაცია, ექსპორტის და ტრანსფერის ზრდაა საჭირო. მისივე განმარტებით, მიზეზები, რის გამოც ლარის კურსმა ასეთი სახეცვლილება განიცადა, ნელ-ნელა უმჯობესდება. უმჯობესდება ექსპორტისა და ტრანსფერის მაჩვენელიც. ძალიან ნელი ტემპით მაგრამ იზრდება ინვესტიციებიც.
იმისათვის, რომ ლარმა ცოტა ამოისუნთქოს, ექსპერტის თქმით, პირდაპირი ინვესტიცების ზრდა და პრივატიაზაციაა საჭირო. იხილეთ მეტი
May 6, 2015
“რეზიუმე” – სტუმრები: სოსო არჩვაძე – ეკონომისტი, ემზარ ჯგერენაია – ეკონომისტი, მამუკა კაციტაძე – “ახალი მემარჯვენეები”, გიორგი ახვლედიანი – “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”
palitratv.ge
5.05.2015
May 4, 2015
სავალუტო ბაზარი და პირდაპირი ინვესტიციები. შეცდომა რომელსაც ეკონომისტ-მეცნიერები და ანალიტიკოსები უშვებენ
2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში ისმის ბევრი კითხვა, ვინ არიან ეკონომისტები? რამდენად სასარგებლოა მათი პროგნოზები? რას ემყარება ეს პროგნოზები – არსებულ თეორიულ წანამძღვრებს თუ რეალობის ახლებურ აღქმას? საქართველოშიც ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვები ეკონომისტების მიმართ, რა მოუვა ლარს, რა ფაქტორები ახდენს კურსზე გავლენას, როგორი შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართველი ეკონომისტების მიერ ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ეყრდნობა თეორიებს, რომელიც შემუშავებულია ისეთი ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, როგორიცაა აშშ და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნები. მაგრამ ფაქტია, რომ მათ განსხვავებული ეკონომიკა აქვთ საქართველოსთან შედარებით. იხილეთ მეტი
April 6, 2015
ექსპეტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, კონკურენციის სააგენტოს სხვა დანიშნულება უნდა ჰქონდეს. ორგანომ არა კომპანიების მიერ დაწესებული ფასები, არამედ მსხვილ მომწოდებლებს შორის არსებული, შესაძლო კარტელური შეთანხმებების ნიშნები უნდა დაადგინოს. თუმცა, ამისათვის მას შესაბამისი ბერკეტები უნდა ჰქონდეს, მათ შორის აუცილებელი ბერკეტია, სატლეფონო ზარების ამოღების უფლება, რაც ამ ეტაპზე არ აქვს.
„კანონშია ჩადებული ცოტა რთული მომენტი. როგორ შეიძლება ორგანომ კარტელური შეთანხმებების გამოძიებაზე ილაპარაკოს იმ დროს, როდესაც მას სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის მყისიერად ამოღების შესაძლებლობა არ აქვს. რეალურად, ამის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ სატელეფონო საუბრების ამოღებაა. ამ ორგანომ უნდა შეძლოს დასაბუთება, რომ მხარეებმა აღნიშნული ფასების დაწესება მოილაპარაკეს”, – განმარტავს ჯგერენაია. იხილეთ მეტი
April 4, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ, 2 აპრილს, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებისა და სამომავლო პროგნოზების შესახებ ისაუბრა.
ემზარ ჯგერენაია: ლარის კურსის ვარდნა, რა თქმა უნდა, რთულად აისახება ბევრი ჩვენი მოქალაქის ცხოვრებაზე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი, მოსახლეობას ძალზე ძვირი უჯდება დოლარში აღებული კრედიტების მომსახურება. მეორე, ლარის კურსის ვარდნა მძიმე ტვირთია ბიზნესისთვის, განსაკუთრებით – მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, მათ კურსის ვარდნის გამო, გეგმების გადაწყობა და ახალი კალკულაციების გაკეთება მოუწიათ. იხილეთ მეტი
April 2, 2015
ეკონომიკის ექსპერტი, თსუ-ის პროფესორი ემზარ ჯგერენაია ახალ მსოფლიო საფინანსო სქემებზე საუბრობს და სვამს კითხვას, სად იქნება საქართველოს ადგილი ამ ახალ სქემაში?
ჩინეთ-აშშ-ის ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. აშშ-ს ცენტრალურმა მეკავშირემ – ინგლისმა უღალატა. იხილეთ მეტი
April 2, 2015