June 22, 2015
ემზარ ჯგერენაია: ზარალის ანაზღაურებასა და პრევენციის ზომების გატარებას 1 მილიარდ 400 მლნ ლარი დასჭირდება
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მან და სპეციალისტთა ჯგუფმა დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დათვალეს და წინასწარი გათვლებით ზარალის ანაზღაურებასა და პრევენციის ზომების გატარებას 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი დასჭირდება. ამის შესახებ ჯგერენაიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, მთავრობას აღნიშნული ჯგუფის ინიციატივა და მათ მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა გააცნოს. იხილეთ მეტი