ნოდარ ხადური ბიუჯეტის კორექტირების ხარჯზე 300 მილიონამდე ლარის დაზოგვას გეგმავს (Video)

250 მილიონი ლარი ის სავარაუდო თანხაა, რომლის დაზოგვაც წელს მთავრობას მოუწევს. იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ორჯერ ნაკლებია საბიუჯეტო თანხებიც მცირდება. ესქპერტები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ სამთვრობო ხარჯების შემცირება საკმარისი არ იქნება.
ზუსტად ერთ კვირაში ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს ბიუჯეტის კორექტირეუბული ვარიანტი უნდა წარუდგინოს. სამინისტროების უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს რა ხარჯებს შეამცირებს. მთვრობის ინფრომაციით ხელშეუხებელი ინფრასტრუქტურა და სოციალური ხარჯები იქნება. საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს ფინანსთა სამინისტრო პრემიერს 10 ივნისს წარუდგენს, რის შემდეგაც დოკუმენტი უკვე პარლამენტში შევა.

იხილეთ ვიდეო

Comments

comments