May 15, 2015
ეკნომიკის ექსპერტები კალაძეს აკრიტიკებენ
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ენერგეტიკის მინისტრს განცხადების გაკეთების არასწორი დროის შერჩევაზე მიუთითებს და ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა კახი კალაძეს თავი შეეკავებინა მსგავსი განცხადების გაკეთებისგან, მითუმეტეს, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში შესულია პარლამენტში და პარლამენტს შეუძლია დადოს საპირწონე დასკვნა.
„საქართველოს საფინანსო სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არსებობს ეს არის მყარი საბანკო სისტემის არსებობა, ძალიან ფაქიზი თემაა, ეროვნულმა ბანკმა ამ სპეკულაციების მიღმა ანგარიში გაამზადა წერილობით და დევს პარლამენტში. ახლა პარლამენტის ჯერია გააკეთოს შემდგომი სვლა და ანალოგიურად დაუდოს საპირწონე დასკვნა ეროვნულ ბანკს,“-აცხადებს ჯგერენაია.
ენერგეტიკის მინისტრს განცხადებას იწუნებს ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი დემურ გიორხელიძე და ამბობს, რომ კალაძის განცხადება ინვესტორებს დააფრთხობს.
„თავს ვერავინ დაიზღვევს ამ სიტუაციაში იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ მითუმეტეს რომ დრო ძალიან ცუდია შერჩეული იმიტომ, რომ ბოლოსდაბოლოს ამდენი სტუმარია და ისინი ელიან რაღაც დადებითს. თუ მთავრობის წევრები ასეთ გაუგებარ განცხადებებს გააკეთებენ მაშინ მითხარით ჭკვიანი ბიზნესმენი რატომ უნდა ენდოს ქვეყანას და საკუთარი ფული როგორ უნდა შემოიტანოს ასეთ გაურკვეველ ვითარებაში. ხელისუფლების უსუსურობამ განაპირობა ის რომ კერძო სექტორმა საკუთარ გავლენის ქვეშ მოაქციეს სახელისუფლებო სტრუქტურები, ამიტომ აქ დამნაშავეა არა კერძო სტრუქტურები, არამედ ხელისუფლება,“-განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გუშინ, გადაცემა 20/30 გააკეთა განცხადება, რომ ეროვნული ბანკი უნდა ფლობდეს ინფორმაციას კომერციული ბანკების გადარიცხვებთან დაკავშირებით და ახორციელებდეს კონტროლს ქვეყნის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე.
იხილეთ ვიდეო: rustavi2.com