April 6, 2015
ემზარ ჯგერენაია – საზოგადოებას კონკურენციის სააგენტოსგან ფუჭი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს
ექსპეტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, კონკურენციის სააგენტოს სხვა დანიშნულება უნდა ჰქონდეს. ორგანომ არა კომპანიების მიერ დაწესებული ფასები, არამედ მსხვილ მომწოდებლებს შორის არსებული, შესაძლო კარტელური შეთანხმებების ნიშნები უნდა დაადგინოს. თუმცა, ამისათვის მას შესაბამისი ბერკეტები უნდა ჰქონდეს, მათ შორის აუცილებელი ბერკეტია, სატლეფონო ზარების ამოღების უფლება, რაც ამ ეტაპზე არ აქვს.
„კანონშია ჩადებული ცოტა რთული მომენტი. როგორ შეიძლება ორგანომ კარტელური შეთანხმებების გამოძიებაზე ილაპარაკოს იმ დროს, როდესაც მას სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის მყისიერად ამოღების შესაძლებლობა არ აქვს. რეალურად, ამის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი სწორედ სატელეფონო საუბრების ამოღებაა. ამ ორგანომ უნდა შეძლოს დასაბუთება, რომ მხარეებმა აღნიშნული ფასების დაწესება მოილაპარაკეს”, – განმარტავს ჯგერენაია. იხილეთ მეტი