July 22, 2015
ელექტროენერგიაზე ტარიფები 4 თეთრით გაიზრდება – ემზარ ჯგერენაია
ეკონომიკის ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტროენერგიაზე ტარიფები 4 თეთრით გაიზრდება.
როგორც ჯგერენაიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ტარიფი სამივე კატეგორიას შეეხება და ის შესაბამისად გაიზრდება 60%, 40% და 35%-ით.
„არსებული სიტუაციისთვის სამი სახის ტარიფია: 1. სოციალური ტარიფები 7 თეთრიანი ტარიფი, რომელიც 11 თეთრი გახდება; მეორე 11 თეთრიანი ტარიფი, რომელიც 15 თეთრი გახდება და მესამე 15 თეთრიანი ტარიფები, რომელიც 19 თეთრი გახდება. პროცენტულად ასე გადანაწილდება ტარიფები 60 %-ით პირველ კატეგორიას ეზრდება, მეორეს – 40%-ით, ხოლო მესამე კატეგორიას 35%-ით“, – განაცხადა ჯგერენაიამ. იხილეთ მეტი