emzari.ge
ემზარ ჯგერენაიას ოფიციალური გვერდი
  • მთავარი
  • ბლოგი
  • ბიბლიოთეკა
    • წიგნები
    • სამეცნიერო სტატიები
  • უნივერსიტეტი
  • მედია
  • კონფერენციები
  • Youtube
  • ფოტო
    • პირადი
    • კონფერენციები (ფოტო)
English
   
RSS
  • YouTube
  • Linkdin

თემატიკა

  • ბლოგი
  • მედია
  • კონფერენციები
  • საუნივერსიტეტო გვერდი
  • ბიბლიოთეკა
  • სასარგებლო ბმულები
  • Youtube
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

ბლოგი


რა დაიცავს საქართ ველოს 2016 წლის მსოფლიო კრიზისისგან
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯო ბაიდენმა (Joe Biden), მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა ადამიანმა ბიზნესმენებს განუცხადა – თქვენ გაგაქვთ კაპიტალი, ფული ქვეყნიდან და ოფშორებში გადასახადებისგან მალავთ და ამით ახარებთ თქვენს მეწილეებს და აქციონერებს და ქურდავთ, ასუსტებთ სახელმწიფოს, თქვენს ქვეყანას. დააბრუნეთ ის კაპიტალი უკან, თქვენს ქვეყანაში და გაახარეთ თქვენი თანამოქალაქენი, სახელმწიფო და ისინი ააყვავებენ თქვენს ბიზნესს...


სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი
ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ...


სმიტი და ჩინეთი
ოქტომბრის ბოლოს მთელი ინგლისი, მისი აღმატებულება დედოფლიან, პრინცებიან და პრემიერ-მინისტრიანად ერთ უდიდეს სტუმარს მასპინძლობდნენ – კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ნამდვილად მეფური დახვედრა იყო და ამ ოდესღაც სასტიკად დაპირისპირებული ქვეყნების ხელმძღვანელების ურთიერთობის ახალი ეპოქა. უფრო მეტიც – იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერია დაჰკანკალებდა სტუმარს და ძალზედ ცდილობდა მოეწონებინა თავი, იგრძნობოდა რომ უპირატესობა სტუმრის მხარეს იყო...


რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს...


სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს! ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია...


ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც
აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები – უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს...


”ბექგრაუნდისა” და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში
სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის და უნდა – ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ.


აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!
კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა – მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ…

მერი დაიჭირეს
საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია...

April 2, 2014

“200 მილიონი, რომელსაც მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის სახით მიიღებს, ბაზრის სტიმულირებას მოახდენს”

200 milioni romelsats mosakhleoba daubegravi minimumis sakhit miighebs bazris stimulirebas moakhdens 9569
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ “პირველ პრესკლუბში” მცირეხელფასიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების ინიციატივა შეაფასა.

“ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლეთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარამდეა, ეს კი საქართველოში დასაქმებულ ადამიანთა მნიშვნელოვანი კონტიგენტია. თანხა 200 მილიონზე მეტია, რაც საკმაოდ სერიოზული ზეწოლაა ბიზნესზე, თუმცა 360 ლარი გარკვეული დახმარებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ თანხას ურიცხავენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ მიღებული ხელფასიდან ნაწილი – 150 ლარი არ იბეგრება. ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, ასეთი ხისტი დაბეგვრა, როგორიც ჩვენ გვაქვს, 20% და მეტი არაფერი, არ არის ბევრ ქვეყანაში, სადაც ითვალისწინებენ პროგრესულ შკალას შემოსავლების მიხედვით, დაბალშემოსავლიანიდან მაღალშემოსავლიანისკენ. ეს ერთ-ერთი ჰუმანური აქტია, როდესაც დაბალშემოსავლიანის ხელფასიდან რაღაც ნაწილი არ იბეგრება. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილია, რომ ადამიანებს აჩვევენ საგადასახადოსთან ურთიერთობას, ეს იქნება დეკლარაციის შევსება, ანგარიშის გახსნა თუ სხვა პროცედურები, რომელიც სჭირდება ამ ოპერაციას”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ. იხილეთ მეტი

March 14, 2014

ენერგეტიკის მინისტრი დარგის ექსპერტებს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონონიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები.
შეხევდრაზე ისაუბრეს სახელმწიფო ენეგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის გრძლევადაინ ენეგეტიკულ სტრატეგიაზე, საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებსა და ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობებზე. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე როგორიცაა “ხუდონჰესი”.

March 11, 2014

„ჩვენ გადავაგდეთ გამსახურდია, შევარდნაძე, გადავირჩიეთ სააკაშვილი, მაგრამ „საქართველოს ბანკს“ ვერაფერს დააკლებ“

11_03_2014_12_51_29emzar

„თუ ასე გაგრძელდა, ის დაგინიშნავს პრემიერს, ის მიაღებინებს კანონებს“

ჩვენ გადავაგდეთ გამსახურდია, გადავაგდეთ შევარდნაძე, გადავირჩიეთ სააკაშვილი, მაგრამ „საქართველოს ბანკს“ ვერაფერს დააკლებ – ამ ხმამაღალ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აკეთებს.

ექსპერტი საქართველოში მოქმედი მონოპოლიების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომპოლიტიკას ქვეყანაში სწორედ მონოპოლიები მართავენ, რომელთა ტყვეობაშიც ხელისუფლებაა მოქცეული. იხილეთ მეტი

March 10, 2014

ობიექტივი (Video)

თარიღი: 2014წ, 09 მარტი, 14:30 – 15:20
წამყვანი: გობეჩია მამუკა
სტუმარი: ჯგენერაია ემზარ

იხილეთ ვიდეო: www.obieqtivi.net

March 7, 2014

მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია

7 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია“ წარადგინა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მასუდ აჰმედმა, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა ზდენიეკ ტუმამ და სხვა მაღალი რანგის მომხსენებლებმა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში, ჩეხეთსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის განვითარების ეტაპები. იხილეთ მეტი

March 1, 2014

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ აქტიურად უნდა გააგრძელოს ჰიდრო-რესურსების ათვისების პოლიტიკა

null
რუსეთის ახალი ენერგეტიკული დოქტრინა – ვის ინტერესებში არ შედის საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკის განვითარება; რეალურად, რამდენს ვიხდით 45-თეთრიან გაზში; კონტროლდება თუ არა ხარისხი, – აღნიშნულ საკითხებზე ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. იხილეთ მეტი

March 1, 2014

„თუ სამართლიანობის პრობლემა არ მოგვარდა, საქართველოში ინვესტიციები არ შემოვა“

16_09_2013_13_40_58jger

”აწარმოე ქართული” – ეფექტური სლოგანი თუ რეალური პერსპექტივა – ექსპერტებმა და ბიზნესმენებმა მთავრობას კონკრეტულ პრობლემებზე მიუთითეს

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი:

ზოგადად, მსგავსი დოკუმენტის შექმნას მივესალმები, მაგრამ რამდენიმე შენიშვნას გამოვთქვამ. პირველ რიგში, ეს არ არის პროგრამა, თავისი არსით. საუბარია გარკვეულ სტატისტიკაზე, ციფრებზე და და მონახაზებზე, ბევრად უმჯობესი იქნებოდა, პროგრამა ყოფილიყო იმ ფორმატში რაც პროგრამას ჰქვია და სტატისტიკა ყოფილიყო სტატისტიკის ნაწილში. იხილეთ მეტი

February 20, 2014

ემზარ ჯგერენაია – ბანკებს პირველ რიგში დაზღვევის მონოპოლიურად გამოყენების უფლება უნდა მოეხსნათ

4

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია მომხრეა, რომ კომერციულ ბანკებს არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობა შეეზღუდოთ. „მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დაზღვევის მონოპოლიურად გამოყენების უფლება უნდა მოეხსნათ. ანუ თუ სესხს „საქართველოს ბანკში“ იღებთ, აუცილებლად „ალდაგში“ უნდა დაზღვიოთ.
დაზღვევა ბანკებისთვის დამატებითი შემოსავლის (გადასახადის) მიღების საშუალება, რაც უნდა მოესპოთ. ბანკებს უნდა შეეზღუდოთ პირდაპირ მონაწილეობა ბიზესში, ეს იქნება მშენებლობა, განათლება თუ სხვა. ეს ყველაფარი კი განამტკიცებს საბანკო სისტემას, უფრო მყარს და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. მე აბსოლიტურად ვემხრობი იმას, რომ ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი უნდა გადაიჭრას“- აცხადებს ექსპერტი. იხილეთ მეტი

«< 22 23 24 25 26 >»

მოკლე ანალიზი

28.01.2016
Financial Times-ის ცნობით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ ბაქოში, რათა 4 მილიარდის დახმარების მიღების საკითხი მოილაპარაკონ აზერბაიჯანულ მხარესთან.იგივე წყაროს ცნობით, მათ რამოდენიმე დღეში შეუერთდებიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები. გამიხარდა აზერბაიჯანს რომ 4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს! ჩვენც ცოტას ამოვისუნთქავთ, არ დაგვაწვებიან ტვირთად. ჩვენც რომ ვთხოვოთ ერთი მილიარდი არაა? ჩვენც რომ დაგვეხმარონ? ვცადოთ მაინც და ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას თხოვოს მათ მილიარდი!!!!

10.01.2016
მსოფლიოს 2008 წლის კრიზისის მსგავსი რყევა ელოდება-ჯორჯ სოროსი
2016 წელი საფონდო ბაზარებზე სერიოზული რყევებით დაიწყო-Dow Jones 4 დან 8 იანვრის ჩათვლით ხუთი პროცენტით ანუ900 პუნქტით დაეცა. FactSet ის ცნობით ეს ბოლო 119 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წლის დასაწყისი იყო. S&P500 -ის ინდექსი დაეცა 4.9 პროცენტით, ბლუმბერგის ცნობით ეს ამ ინდექსის შემოღებიდან ,1928 წლიდან, ყველაზე ცუდი მაჩვეენებლია. NASDAQ- 6 % ით დაეცა, როგორც 2000 წელს, როცა "დოტ- კომები"- ს კრიზისი დაიწყო.და ბოლოს ინდექსმა MSCI World (Morgan Stanley) 5.8 % დაკარგა ,რაც მისი შემოღებიდან, 1998 წლიდან, უარესი მაჩვენებელია . საერთოდ, მსოფლიო კაპიტალის ბაზარმა 2.4 ტრილიონი დოლარი დაკარგა რამოდენიმე დღეშე . მარტო ბილ გეიცმა დაკარგა 4.6 მილიარდი და ასე ყველა ცნობილმა მილიარდერმა. ამის მიზეზი ჩინეთი გახდა, სადაც 8 იანვარს ბირჟა დაკეტეს სწრაფი ვარდნის გამო . Shanghai Composite ინდექსი 6 იანვარს 6,85 %-ით დაეცა,7ში -7,3%ით. ეს გამოიწვია ჩინეთის იუანის კურსის დევალვაციამ, რითაც ჩინეთის მთავრობა ცდილობდა ეკონომიკის ზრდის შენელების შეჩერებას ერთ დოლართან იუანი ღირდა 6,5646. როცა კაპიტალმა დაიწყო გაქცევა, ის მთავრობამ 6.5636 დონეზე აწია, მაგრამ პანიკა ვერ შეაჩერა. 513 მილიარდის ოქრო-სავალუტო რეზერვები გაყიდეს ჩინელებმა 2015 წელს, მათ შორის, 103 მილიარდის მარტო დეკემბერში, მაგრამ ვერ შეაჩერეს იუანის ვარდნა! მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.7 % დე ჩამოვიდა 2015 წელს. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მოხმარებითაც თითქმის მეორეა და მსოფლიო ბაზარზე საერთო ფასების დონესაც განაპირობებს ამიტომ CNBC ის ცნობით სოროსმა განაცხადა 2008 წლის კრიზისი განმეორდებაო.
წყარო: Soros: It's the 2008 crisis all over again.

პროგნოზი

09.01.2016
საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ჩვენს რეგიონში-აზერბეიჯანმა, რომელმაც რამ ოდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მანათის კურსი თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიყვანეო, ვერ გაუძლო ბოლო დღეების საუდის არაბეთის შეტევის გამო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას. გუშინდელიდან მოყოლებული, საგენტო ბლუმბერგმა პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ფაქტიურად დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი . თუმცა ეს ოფიციალური დოკუმენტით არ დასტურებულა გარდა იმისა, რომ ყოველ პირმა, რომელიც 500 დოლაარზე მეტ თანხის გადახურდავებას მოინდომებს უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა .მანათის კურსი დოლართან მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვის გაჩენისთანავე გაჩნდა მეორე - შავი კურსი -2.000. ბუნებრივია , აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა იმანენტურად გადაწვდება საქართველოს -აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას შესაბამისი შედეგებით ლარის ექვილიბრუმის წერტილის დარღვევისკენ .. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76 ის მიდამოებში დაფიქსირდა. რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე . რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს , დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს, ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო. იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე ,რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც. სასწრაფოდ, არსებული სიტუაციის კონტრ ნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას მთავრობამ ხელისუფლების სხვადასახვა შტოების ,ბიზნეს წრების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი. რომელის საშიშროება რეგიონში დღითი -დღე იზრდება







უახლესი პოსტები

  • სიღარიბე და ვიზალიბერალიზაცია (Video)
  • 1tv.ge – სატრანზიტო ტვირთბრუნვის მოცულობა (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას” პრესკლუბში
  • „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჰუმანური და ემოციებზე აწყობილია, რაც დიდი მინუსია”
  • ცეცხლის ხაზი (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (Video)
  • ემზარ ჯგერენაია: მაისში ეკონომიკის ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას ველოდებით (Video)
  • გადაცემა „ეკონომეტრი“ (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

ვიდეოები



















გვერდის შესახებ

  • Youtube
  • დაგვიკავშირდით
  • კონფერენციები
  • სასარგებლო ბმულები
  • ჩვენ შესახებ

ფოტოები

View my Flickr photostream

არქივი

სტატისტიკა


© emzari.ge 2025
Powered by WordPress • Themify WordPress Themes