March 14, 2014
ენერგეტიკის მინისტრი დარგის ექსპერტებს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონონიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები.
შეხევდრაზე ისაუბრეს სახელმწიფო ენეგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის გრძლევადაინ ენეგეტიკულ სტრატეგიაზე, საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენებსა და ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობებზე. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე როგორიცაა “ხუდონჰესი”.