„ჩვენ გადავაგდეთ გამსახურდია, შევარდნაძე, გადავირჩიეთ სააკაშვილი, მაგრამ „საქართველოს ბანკს“ ვერაფერს დააკლებ“

11_03_2014_12_51_29emzar

„თუ ასე გაგრძელდა, ის დაგინიშნავს პრემიერს, ის მიაღებინებს კანონებს“

ჩვენ გადავაგდეთ გამსახურდია, გადავაგდეთ შევარდნაძე, გადავირჩიეთ სააკაშვილი, მაგრამ „საქართველოს ბანკს“ ვერაფერს დააკლებ – ამ ხმამაღალ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აკეთებს.

ექსპერტი საქართველოში მოქმედი მონოპოლიების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომპოლიტიკას ქვეყანაში სწორედ მონოპოლიები მართავენ, რომელთა ტყვეობაშიც ხელისუფლებაა მოქცეული.

„ჩვენ გადავაგდეთ გამსახურდია, გადავაგდეთ შევარდნაძე, გადავირჩიეთ სააკაშვილი, მაგრამ „საქართველოს ბანკს“ ვერაფერს დააკლებ. პირიქით, თუ ასე გაგრძელდა, ის დაგინიშნავს პრემიერს, ის მიაღებინებს კანონებს. მას აქვს სერიოზული ფინანსები და მათთან ურთიერთობაში სახელმწიფომ პრინციპული პოზიცია უნდა დაიჭიროს. ვერ ხედავენ რა ხდება?! „საქართველოს ბანკმა“ წაიღო სამშენებლო ბიზნესი, წაიღო დაზღვევა, წაიღო საავადმყოფო… მსგავსი საშიში ფენომენი საქართველოში არ არსებობს, ქვეყანა დღეს მიდის რამდენიმე მონოპოლიის შექმნის გზით. მე არ ვარ ძლიერი ბანკის წინააღმდეგი, მაგრამ თუ თავისუფლებას წამართმევს, მშენებელს მშენებლობის ბიზნესს წაართმევს, საავადმყოფოს საავადმყოფოს ბიზნესს, ჩემს შვილებს თავისუფლებას და ხალხს ტყუილით გაძარცვავს, ამის წინააღმდეგი ვარ,“ – აცხადებს ჯგერენაია.

წყარო: commersant.ge

Comments

comments