March 7, 2014
მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია
7 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია“ წარადგინა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა მასუდ აჰმედმა, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მმართველმა ზდენიეკ ტუმამ და სხვა მაღალი რანგის მომხსენებლებმა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში, ჩეხეთსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის განვითარების ეტაპები.
პროგრამა
9:30-10:30 რეგისტრაცია
10:00-10:30 მისასალმებელი სიტყვა და კონფერენციის გახსნა
გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
აჰმედ მასუდი, სსფ-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი
10:30-11:00 საქართველოს მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია
გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
11:00-11:30 ინფლაციის თარგეთირება ჩეხეთში
ზდენიეკ ტუმა, ჩეხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2000-2010 წლებში
11:30-12:00 შესვენება
12:00-13:20 მონეტარული პოლიტიკის განვითარება საქართველოში 2008-2014
არჩილ მესტვირიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
13:20-14:50 შესვენება
14:50-15:30 გაცვლითი კურსი და ინფლაციის თარგეთირება
დევიდ ვავრა, OG Research
15:30-15:45 შესვენება
15:45-16:25 EBRD-ის მიდგომა ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებისადმი
აზიზ ჟურაიევი, EBRD ხაზინა
16:25-17:00 დასკვნითი განხილვა