შეხვედრა ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან

P1220969

 

 

 

 

 

 

22 იანვარს ჟურნალ ”საქართველოს ეკონომიკის” რედაქციაში შედგა შეხვედრა ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ზდენეკ ტუმასა და ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შორის. შეხვედრა ძირითადი ნაწილი საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკისა და მის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების განხილვას დაეთმო.

Zdeněk Tůma-სა და  Ondra Kamenik, საკონსულტაციო კომპანია OGResearch-ის (www.ogresearch.com) პარტნიორი, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი თანამშრომელი საქართველოში ვიზიტი განხორციელდა EBRD-ის პროექტის ფარგლებში. რომელიც მიზნად ისახავს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას და ტექნიკურ დახმარებას ეროვნული ბანკის ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდისთვის. პროექტი დაიწყო 2012 წლის გაზაფხულზე და გაგრძელდება წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პროექტის ფარგლებში პირელ ეტაპზე მომზადდა ეკონომეტრიკული მოდელი, რომელიც ცენტრალური ბანკისთვის პროგნოზირების ახალი საშუალებაა.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკაზე გავლენას გარკვეული დროის შემდეგ ახდენს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები პროგნოზებსა და მომავლის ანალიზზე დაყრდნობით მიიღება. სწორედ ამიტომ, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკისთვის გადამწყვეტია პროგნოზირების თანამედროვე მეთოდების არსებობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზირების მეთოდების დასახვეწად. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის ჩამოყალიბების, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით: შემუშავდა საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით „ახალი კეინზიანური ზოგადი წონასწორობის მაკროეკონომიკური მოდელი“ (NKDSGE), რაც მსოფლიოს ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ გამოყენებული, მაკროეკონომიკური პროგნოზირების ძირითადი საშუალებაა.
ამ პროექტის მეორე და მესამე ეტაპზე მიმდინარეობს ზემოხსნებული მოდელიდან მიღებულ შედეგებზე დაყრდობით უკეთესი კომუნიკაციის დანერგვა. ამ მიზნით შეიცვლება ინფლაციის მიმოხილვის ფორმატი. განახლებული ინფლაციის მიმოხილვა უკვე თებერვალში გამოვა, რომელიც ფოკუსირებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და მათ ანალიზზე. უფრო ოპერატიული გახდება გამოქვეყნების ვადებიც, ნაცვლად კვარტალის დასრულებიდან სამითვისა, ინფლაციის მიმოხილვა გამოქვეყნდება მიმდინარე კვარტალის მეორე თვეს. ინფლაციის მიმოხილვა, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისთვის ძირითადი ინსტრუმენტი გახდება. ამასთან ინფლაციის მიმოხილვის გამოქვეყნებას მოყვება ანალიტიკოსებთან პრეზენტაცია. ასევე, კვარტალში ერთხელ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჩატარდება პრეს-კონფერენციები მიღებული გადაწყვეტილებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.

Comments

comments