არის თუ არა რეალური შეღავათი მომხმარებლისთვის საბანკო კრედიტის პირველი სამი თვის პროცენტისგან გათავისუფლება?

მსგავსი შეთავაზებები საზაფხულო აქციის ფარგლებში ლიდერ ბანკებს აქვთ. „საქართველოს ბანკი“ კლიენტებს ბიზნეს–სესხზე პირველი სამი თვის პროცენტისგან ათავისუფლებს, ხოლო „თიბისის“ანალოგიური  შეთავაზება სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხზე აქვს.

როგორც  „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ,  აქციის ფარგლებში ბიზნეს–სესხს სტანდარტული პირობებით გასცემენ, ხოლო კრედიტზე განაკვეთი  ინდივიდუალურად დგინდება. „საქართველოს ბანკი“ ბიზნეს–სესხს მაქსიმუმ 84 თვით გასცემს, ხოლო განაკვეთი 14%–დან იწყება. კრედიტის მაქსიმალური ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარამდეა.

„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ აქციის ფარგლებში ბანკის კლიენტების 70%–ს კრედიტი უიაფდება და სამომხმარებლო სესხზე 19%–იანი განაკვეთის დამტკიცების შემთხვევაში აქციის პირობებით გაძვირება მხოლოდ 18,5%–ს შეადგენს. ამასთან, „თიბისი” ბანკის განცხადებით, ქართულ საბანკო სივრცეში ყველაზე მარტივი მოგების აქციას იწყებენ და გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად ყველა ვინც „თიბისის“ მობაილ ან ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობს. გათამაშება ნომბერში სრულდება და მთავარ პრიზს–კიას ავტომობილს „თიბისი“ დეკემბერში გაათამაშებს.

ეკონომიკის  ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ლიდერი ბანკების საზაფხულო აქციებს პიარ–კამპანიად აფასებს. მისი განმარტებით 19-36%–მდე სამომხმარებლო და 14%–დან იპოთეკური სესხი ადგილობრივი ბაზრისთვის შეუფერებელია. ექსპერტის თქმითვე, დღეს მოსახლეობის შემოსავლიანობის დონე 36%იანი სესხის დასაფარად არ არის საკმარისი. მისი განმარტებით, იპოთეკური სესხი ყველზე უზრუნველყოფილი სესხია და ყველაზე დაბალი განაკვეთი უნდა ჰქონდეს.

ექსპერტის განცხადებით, შეთავაზება რომელიც 19–დან 36%–მდე განაკვეთს ითვალისწინებს მიუხედავად პირველი სამი თვის პროცენტისგან გათავისუფლებისა ნიშნავს რომ კრედიტის დარჩენილ პერიოდში მომხმარებლის გადახდილი პროცენტი პირველ სამი თვისას აანაზღაურებს. მისი  მტკიცებით დღეს მოქმედი კომპანიების დიდი ნაწილი ეკონომიკური მდოგმარეობის მიხედვით 15%–იანზე მეტი სესხის გადახდისთვის უუნაროა და პირველი სამი თვის საპროცენტო განაკევთისგან გათავისუფლება 20-22%–იანი საპროცენტო განაკვეთის  ფარგლებში არაეფექტურია.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments