ემზარ ჯგერენაია ვაუჩერების დარიგებას რეალისტურ იდეად აფასებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია 1000–ლარიანი ვაუჩერების დარიგებას რეალურად მიიჩნევს.

შეგახსენებთ: ვაუჩერების დარიგების ინიციატივის შესახებ ახალმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მომავალი წლიდან თითოეულ ოჯახს 4 წელზე გაწერილი 1000–ლარიანი ვაუჩერები დაურიგდება.

ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, ინიციატივა საბიუჯეტო გათვლებზეა დამყარებული: დღეს ბიუჯეტის პროფიციტი 850 მილიონი ლარია, ხოლო მთავრობას რეზერვში 350 მილიონი აქვს. მისივე თქმით, ვაუჩერების დარიგება დროში გაწერილი პროცესია და ეს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ექსპერტის განმარტებითვე, პროექტმა არც ინფლაციური პროცესები უნდა გამოიწვიოს, რადგან იგი საბიუჯეტო ხარჯებშია გაწერილი და საგადასახადო–ფისკალური შემოსავლების ნაწილს წარმოადგენს.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments