გაასაჯაროვებს თუ არა ახალი ხელისუფლება ენგურჰესთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან დადებულ ხელშეკრულებას?

31635enguriემზარ ჯგერენაია: ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსული კაპიტალის ხელშია

ექსპერტთა ნაწილი ენგურჰესთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან არსებული მემორანდუმის გასაჯაროების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, რეალურად ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსული კაპიტალის ხელშია: მათ შორის არის ენგურჰესი, თელასი და მადნეული.

ემზარ ჯგერენაიას თქმით, რეალურად ყველა ხელშეკრულება ღიაა და ერთადერთი დამალული ენგუჰრესის შეთანხმებაა, რადგან არ არის ცნობილი, რა პუნქტებია ჩადებული მემორანდუმში. მისივე განმარტებით, ხელშეკრულებები რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს ეხება, ღია უნდა იყოს.

ენერგეტიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ რუსულ მხარესთან მემორანდუმი ხელმოუწერელი დოკუმენტის სახით არსებობს და ეს მხოლოდ სამუშაო ვერსიაა. მათი განმარტებით, თუ ამის საჭიროება დადგება, დოკუმენტი გასაჯაროვდება. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ხელშეკრულებაში არაფერი ჩაიდება, რაც საზიანო იქნება რომელიმე მხარისთვის.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments