წამოვა თუ არა კვიპროსიდან „გამოქცეული“ რუსული კაპიტალის ნაწილი საქართველოში?

11119701-paper-money-of-dollar-and-euro-currency-closeup-for-financial-economy-themesექსპერტთა ნაწილი რუსულ კაპიტალთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბარს ხელოვნურად შექმნილ თემას უწოდებს. როგორც ვიუწყებოდით, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კანონმდებლობის მოწესრიგების შემთხვევაში რუსული ინვესტიციების შემოსვლაში საფრთხე არ არის, ხოლო მოსაწესრიგებელ კანონმდებლობად მინისტრი ანტიმონოპოლიურ მიმართულებას ასახელებს.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რუსული კაპიტალი ყოველთვის იყო წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე, მათ შორის „თელასის“, „ვითიბი ბანკის“, „მადნეულის“ სახით. ჯგერენაიას თქმით, დღევანდელ რეალობაში, როდესაც კვიპროსში რუსულ კაპიტალს გზა დაეკეტა, საუკეთესო საშუალებაა მის მოსაზიდად, ამიტომ საფრთხეებზე საუბარი არასწორია.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა შეშელიძე კი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებასა და რუსულ კაპიტალის საფრთხეების განეიტრალებას შორის კავშირს ვერ ხედავს. შეშელიძე “კომერსანტთან” აცხადებს, რომ ინვესტიცია უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე და კაპიტალის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ახალი მთავრობა ბევრს საუბრობს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე. თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია, რა სახის რეგულაციებს გულისხმობს, რადგან რეალურად დღეს ახალი მონოპოლიები იქმნება და კერძო კომპანიებს გზები ეკეტებათ.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments