June 4, 2016
წინასიტყვაობა მესამე გამოცემისათვის
მოგესალმებით! დადგა დრო და ჩვენ ისევ შევიკრიბეთ. შვიდი წლის წინ მკითხველი გაეცნო მეორე გამოცემას. ეს არ გახლავთ უბრალო 7 წელი – ეს მთელი ეპოქაა საქართველოსთვის. არა მარტო იმიტომ, რომ 2012-13 წლებში ერთი იდეოლოგიის – ნაცების ბატონობა შეიცვალა ოცნებით, არამედ იმიტომ, რომ სამყარო შეიცვალა მთლიანად და აი, კვლავ ცვლილების მოლოდინში ვართ.; მარტო ის რად ღირს, რომ ქართველები ბაზალეთის ტბის ძირას აღარ ვეძებთ ოქროს აკვანს, არც მედეას, სამყაროში ყველაზე ცნობილი ქართველის მოძებნას და დაბრუნებას ვცდილობთ ჩვენ ეროვნულ ცნობიერებაში. უფრო მეტიც, ისიც არ ვიცით, ყველაზე ცნობილი ქართველის სურათი თუ ნახატიც რომ არსებობს და არ გამოგვიფენია, მაგრამ არც ილიას მკვლელობით ვტრაბახობთ და არც იმით, რომ ბარათაშვილი გაგვიცივდა ჩვენი გულგრილობით და რუსთველის საფლავიც ვერ ვნახეთ დღემდის! ასე რომ პროგრესი სახეზეა! იხილეთ მეტი