ემზარ ჯგერენაია – აპრილიდან ლარის კურსი ჩვეულ 2.4-იან ნიშნულს დაუბრუნდება

უკანასკნელი კვირის განმავლობაში ლარის კურსმა დაღმავალი ტრენდი აჩვენა. დღესდღეობით ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 2,31-ია. ექსპერტთა ნაწილი ამ პროცესს ეროვნული ბანკის მმართველობაში მიმდინარე ცვილებებს უკავშირებს, არც საგარეო ფაქტორებისა და საბუჯეტო ხარჯების შემცირების დავიწყება შეიძლება. გთავაზობ ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას კომენტარს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

,, ჩემი აზრით, ლარის გამყარება, ძირითადად, შიდა მოხმარების შემცირებამ განაპირობა. ამავდროულად, საბიუჯეტო ხარჯებიც შემცირებულია. გარე ფაქტორების გავლენა ლარის კურსზე არ ასახულა, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. ექსპორტული საქონლის შემქმენლი ბიზნესები კი დიდ პრობლემებს განიცდიდნენ. არც ინვესტიციების შემოსვლით გამოირჩეოდა პირველი კვარტალი, გარდა 30 მილიონი ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა, ამ პერიოდში მნიშვნელოვან მოვლენებს ადგილი არ ჰქონიათ. სამომავლო პერსპექტივაში, მე ვფიქრობ, რომ გამყარებული კურსი შენარჩუნდება მიმდინარე თვის ბოლომდე, ვინაიდან მოგების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. აპრილიდან კი, ვფიქრობ, ლარის კურსი ჩვეულ 2.4-იან ნიშნულს დაუბრუნდება“.

წყარო: ბანკები და ფინანსები

Comments

comments