May 22, 2015
გადაცემა „რეზიუმე“ (Video)
“რეზიუმე” – სტუმრები: ემზარ ჯგერენაია – ეკონომისტი, სოსო სიმონიშვილი – ეკონომისტი, გიორგი ბადრიძე – ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, მამუკა კუდავა – ყოფილი ელჩი საფრანგეთში.
palitratv.ge
21.05.2015
May 22, 2015
“რეზიუმე” – სტუმრები: ემზარ ჯგერენაია – ეკონომისტი, სოსო სიმონიშვილი – ეკონომისტი, გიორგი ბადრიძე – ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, მამუკა კუდავა – ყოფილი ელჩი საფრანგეთში.
palitratv.ge
21.05.2015
May 15, 2015
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ენერგეტიკის მინისტრს განცხადების გაკეთების არასწორი დროის შერჩევაზე მიუთითებს და ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა კახი კალაძეს თავი შეეკავებინა მსგავსი განცხადების გაკეთებისგან, მითუმეტეს, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში შესულია პარლამენტში და პარლამენტს შეუძლია დადოს საპირწონე დასკვნა.
„საქართველოს საფინანსო სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არსებობს ეს არის მყარი საბანკო სისტემის არსებობა, ძალიან ფაქიზი თემაა, ეროვნულმა ბანკმა ამ სპეკულაციების მიღმა ანგარიში გაამზადა წერილობით და დევს პარლამენტში. ახლა პარლამენტის ჯერია გააკეთოს შემდგომი სვლა და ანალოგიურად დაუდოს საპირწონე დასკვნა ეროვნულ ბანკს,“-აცხადებს ჯგერენაია. იხილეთ მეტი
May 6, 2015
ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (ვიდეო)
6.05.2015
May 6, 2015
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ლარის დასტაბილურების პროცესის დაწყებას მაისის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, დეფიციტის შევსების მყისიერი ზრდისთვის პრივატიზაცია, ექსპორტის და ტრანსფერის ზრდაა საჭირო. მისივე განმარტებით, მიზეზები, რის გამოც ლარის კურსმა ასეთი სახეცვლილება განიცადა, ნელ-ნელა უმჯობესდება. უმჯობესდება ექსპორტისა და ტრანსფერის მაჩვენელიც. ძალიან ნელი ტემპით მაგრამ იზრდება ინვესტიციებიც.
იმისათვის, რომ ლარმა ცოტა ამოისუნთქოს, ექსპერტის თქმით, პირდაპირი ინვესტიცების ზრდა და პრივატიაზაციაა საჭირო. იხილეთ მეტი
May 6, 2015
“რეზიუმე” – სტუმრები: სოსო არჩვაძე – ეკონომისტი, ემზარ ჯგერენაია – ეკონომისტი, მამუკა კაციტაძე – “ახალი მემარჯვენეები”, გიორგი ახვლედიანი – “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”
palitratv.ge
5.05.2015
May 4, 2015
სავალუტო ბაზარი და პირდაპირი ინვესტიციები. შეცდომა რომელსაც ეკონომისტ-მეცნიერები და ანალიტიკოსები უშვებენ
2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში ისმის ბევრი კითხვა, ვინ არიან ეკონომისტები? რამდენად სასარგებლოა მათი პროგნოზები? რას ემყარება ეს პროგნოზები – არსებულ თეორიულ წანამძღვრებს თუ რეალობის ახლებურ აღქმას? საქართველოშიც ბოლო პერიოდში ხშირად ისმის კითხვები ეკონომისტების მიმართ, რა მოუვა ლარს, რა ფაქტორები ახდენს კურსზე გავლენას, როგორი შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართველი ეკონომისტების მიერ ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ეყრდნობა თეორიებს, რომელიც შემუშავებულია ისეთი ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, როგორიცაა აშშ და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნები. მაგრამ ფაქტია, რომ მათ განსხვავებული ეკონომიკა აქვთ საქართველოსთან შედარებით. იხილეთ მეტი
April 30, 2015
კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და გამოწვევები –
მიღწევები, პრობლემები, რისკები, პერსპექტივები“
დღის წესრიგი
დრო საკითხი მომხსენებელი
13:00 რეგისტრაცია
13:30 ღონისძიების გახსნა ბიძინა ივანიშვილი, ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი
13:45 საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და პროგნოზები 2015-2020 – საერთაშორისო ექსპერტიზა მიხეილ დუნდუა, საზოგადოება 2030
14:00 ეკონომიკური განვითარების არსებული შესაძლებლობები და ძირითადი პრიორიტეტები ლევან კალანდაძე, საზოგადოება 2030
14:15 საწარმოო ჰაბის პროექტი საქართველოში ვახტანგ ბურკიაშვილი, საზოგადოება 2030
14:30 დისკუსია განხილულ საკითხებზე
15:00 შესვენება, „კოფიბრეიქი“
15:30 პოლიტეკონომიური წესრიგი საქართველოში მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი, საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თამჯდომარე
15:45 სავალუტო ბაზარი და პირდაპირი ინვესტიციები ემზარ ჯგერენაია, პროფესორი, ჟურნალ მიკრო-მაკრო ეკონომიკის დამფუძნებელი იხილეთ მეტი
April 23, 2015
მიმდინარე წლის 23 აპრილს თბილისის მეოთხე ეკონომიკურ ფორუმი – „საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“ გაიმართა. კონფერენცია „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“, „საქართველოს ბიზნეს პალატისა“ და „თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის“ (FEBI) ორგანიზებით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იხილეთ მეტი