June 22, 2015
ანალიტიკური თოქ-შოუ 2030 (30.04.2015)
(30.04.2015)
June 22, 2015
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მან და სპეციალისტთა ჯგუფმა დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დათვალეს და წინასწარი გათვლებით ზარალის ანაზღაურებასა და პრევენციის ზომების გატარებას 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი დასჭირდება. ამის შესახებ ჯგერენაიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, მთავრობას აღნიშნული ჯგუფის ინიციატივა და მათ მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა გააცნოს. იხილეთ მეტი
June 5, 2015
250 მილიონი ლარი ის სავარაუდო თანხაა, რომლის დაზოგვაც წელს მთავრობას მოუწევს. იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ორჯერ ნაკლებია საბიუჯეტო თანხებიც მცირდება. ესქპერტები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ სამთვრობო ხარჯების შემცირება საკმარისი არ იქნება.
ზუსტად ერთ კვირაში ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს ბიუჯეტის კორექტირეუბული ვარიანტი უნდა წარუდგინოს. სამინისტროების უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს რა ხარჯებს შეამცირებს. მთვრობის ინფრომაციით ხელშეუხებელი ინფრასტრუქტურა და სოციალური ხარჯები იქნება. საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს ფინანსთა სამინისტრო პრემიერს 10 ივნისს წარუდგენს, რის შემდეგაც დოკუმენტი უკვე პარლამენტში შევა.
June 4, 2015
ლარის დევალვაცია 2016 წელსაც გაგრძელდება?! საქართველოს სავაჭრო ქსელებსა და სუპერმარკეტებში 1 კგ შაქრის ფასი, საშუალოდ, 1.60-1.70 ლარის ფარგლებში მერყეობს. 2014 წლის შემოდგომაზე, ვიდრე ეროვნული ვალუტა ლარი დევალვაციას დაიწყებდა, 1 კგ შაქარი 1.35-1.40 ლარი ღირდა. არადა, საერთაშორისო ბაზარზე შაქარი იაფდება, საქართველოში კი ეს ტენდენცია არ ასახულა. პარალელურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აქვეყნებს კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნების მიმოხილვას, რომელიც 2015- 2016 წლების ეკონომიკურ ტენდენციებს ასახავს. სსფ-ს ანგარიშით, რომელიც სპეციალისტებისთვის სერიოზული სიგნალია, 2016 წელს, საქართველოში მინიმუმ, 5%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. მეტიც, 2016 წელი ნამდვილად არ იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წელი იყო _ მომავალ წელს, ლარის დევალვაცია გაგრძელდება, რასაც ცალკეული პროდუქტების გაძვირება მოჰყვება. იხილეთ მეტი
May 29, 2015
„ახლა ეროვნული ბანკის რეორგანიზაციის დრო არ არის. ის სტრუქტურა და მოდელი, რაც წარმოდგენილია ახალ კანონპროექტში მართვის სახით, ეფექტური ვერ იქნება და საფინანსო სფეროს გაჯანსაღების კუთხით შედეგს ვერ მოგვიტანს“,- აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. იხილეთ მეტი
May 29, 2015
29.05.2015
ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი
May 26, 2015
ლარმა დღეს მცირედით დაიწია. ხვალ დოლარს 2 ლარად და თითქმის 28 თეთრად შეიძენთ
ტელეკომპანია: იმედი
25.05.2015