”ბანკების მიერ დეველოპერული და სადაზღვევო კომპანიების ფლობა კონკურენციის შეზღუდვაა”

ემზარ ჯგერენაიას ბანკების მიერ დეველოპერული და სადაზღვევო კომპანიების ფლობა კონკურენციის შეზღუდვად მიაჩნია
ლევან კალანდაძე ბანკების შეზღუდვაში ბიზნესისთვის საფრთხეს ხედავს

ზღუდავს თუ არა ბაზარზე კონკურენციას ბანკების მხრიდან სადაზღვევო კომპანიების ფლობა? ამ თემით რადიო ,,კომერსანტის’’ დაინტერესება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ემზარ ჯგერენაიას განცხადებამ გამოიწვია. მას ბანკების მხრიდან როგორც დეველოპერული, ასევე სადაზღვევო კომპანიების ფლობა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვად მიაჩნია.

თუმცა, სადაზღვევო კომპანიების და ამ დარგის ექსპერტების ნაწილი ჯგერენაიას პოზიციას არ იზიარებს. ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ დირექტორის ნიკა რამიშვილის განცხადებით, ბანკების მხრიდან სადაზღვევო კომპანიების ფლობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. მისი თქმით, ეს სისტემა საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დარეგულირდეს, თუ ბანკი სხვა სადაზღვევო კომპანიის გაკოტრებას შეეცდება.

ბანკების მხრიდან სადაზღვევო კომპანიების ფლობაში კონკურენციის შეზღუდვას ვერც ექსპერტი ლევან კალანდაძე ხედავს. მისი თქმით, ბანკების არაპროფილურ კომპანიებში ფინანსური საქმიანობა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. კალანდაძეს ბანკებისთვის სადაზღვევო სექტორში საქმიანობის აკრძალვა არარაციონალურ ხედვად მიაჩნია და აცხადებს, რომ ბანკებისთვის ამ შეზღუდვების დაწესება ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს. ამ თემას რადიო “კომერსანტი” კვლავაც მიუბრუნდება და კანონმდებელთა პოზიციას შემოგთავაზებთ.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments