November 23, 2012
მომავალი წლიდან საქართველოს საგარეო ვალების დაბრუნება მოუწევს
მომავალი წლიდან საქართველოს საგარეო ვალების დაბრუნება მოუწევს. ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.
მისი თქმით, 2013 წელს საქართველოს ახალი ხარჯები ექნება გასაწევი და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობით საქართველომ უნდა გადაიხადოს, როგორც სესხის მომსახურების თანხა.
“საგარეო ვალებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ ჰიუნსტონის სქემით მოხდა ჩვენი ვალის რესტუქტურიზება, თუმცა მომავალი წლიდან იწყება ამ ვალების დაბრუნება; ჩვენ გვექნება ახალი ხარჯი გასაწევი. მართალია ობლიგაციების გამოყენება მოხდა, მაგრამ შემოდის ჰიუნსტონის გეგმით გადავადებული სესხის მომსახურების თანხა, ამიტომ მომავალ წელს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზაციაა საჭირო”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ჯგერენაიამ.
მისივე თქმით, საერთო ჯამში საგარეო ვალი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, ბოლოს საქართველომ ვალი აიღო მსოფლიო ბანკისგან, “იბიარდისგან” და ასევე დონორი ორგანიზაციებისგან, რომელიც მოხმარდა სოფლის მეურნეობას, კომინუკაციებსა და სხვა მიმართულებებს. ჯგერენაიას თქმით, მარტო მხოლოდ 2012 წელს ვალების ოდენობა ერთი მილიარდით გაიზარდა. მისივე შეფასებით, საგარეო ვალის ციფრი ეკონომიკის ენაზე სავალალო ნამდვილად არ არის, თუმცა ვალს, მისივე შეფასებით, სათანადო გამოყენება უნდა.
წყარო: ambebi.ge