სახელმძღვანელო საჯარო ფინანსებში

ადამიანთა შეხედულებანი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აწარმოოს სახელმწიფომ ფინანსური ოპერაციები, ღრმა პოლიტიკური ფილოსოფიის ნაყოფია. ერთნი უზენაეს პრიორიტეტად პირის თავისუფლებას, მეორენი კი _ მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტებს მიიჩნევენ. განსხვავებული ფილოსოფია კი სახელმწიფოს ყველაზე გონივრული ეკონომიკური საქმიანობის თაობაზე განსხვავებულ მოსაზრებებს ბადებს.
თუმცა პოლიტიკის შესახებ რაციონალური მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად
მხოლოდ პოლიტიკური ფილოსოფია არ კმარა. აღნიშნული პროცესი მოითხოვს
სახელმწიფოს პრაქტიკული საქმიანობის ცოდნას. ვინ არის უფლებამოსილი,
წარმართოს ეკონომიკური პოლიტიკა? რაზე ხარჯავს სახელმწიფო ფულს და საიდან ქმნის შემოსავალს? ამ წიგნის პირველ თავში შევიტყობთ, თუ რამდენად ზემოქმედებს პოლიტიკური აზრი საჯარო ფინანსებისადმი დამოკიდებულების ფორმირებაზე და რა ქმედებებია დამახასიათებელი ამერიკის შეერთებული შტატების საჯარო ფინანსების სისტემისათვის. პირველი თავი არის ერთგვარი წყარო საჯარო ფინანსების სისტემის იმ დეტალების გასააზრებლად, რომლებიც მომდევნო თავებშია განხილული.

 

როუზი ჰ.ს., თბილისი 2006

იხილეთ სახელმძღვანელოს სრული ვერსია საჯარო ფინანსები

Comments

comments