May 19, 2012
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მარკეტინგის და ბაზრების პრობლემის არსებობას უარყოფენ
ქუთაისის ინდუსტრიული ზონის ოპერატორი კომპანია ექსპერტების ნაწილის კრიტიკას კატეგორიულად არ იზიარებს. შეგახსენებთ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ქუთაისის ინდუსტრიული ზონა ჯერჯერობით ვერ შედგა.
ექსპერტის თქმით, ზონას კაპიტალიზაციის, ბაზრების მოძიების და მარკეტინგის პრობლემები აქვს. თუმცა, ზონის ოპერატორი და ეგვიპტური „ფრეშის“ ქართველი პარტნიორი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ექსპერტებმა ასეთ განცხადებამდე ზონის მუშაობა და ფინანსური მონაცემები უნდა შეისწავლონ.
მიხეილ თიგიშვილის თქმით, ქუთაისში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე უკვე მეათე ქვეყანაში გავიდა. მისივე განცხადებით, ინდუსტრიულმა ზონამ პროდუქციის გამოშვება მხოლოდ 2010 წელს დაიწყო და მოკლე პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე გასვლა მოახერხა, რაც დიდი მიღწევაა.
წყარო: კომერსანტი