„ბანკები დაზღვევას დაზღვეულ კლიენტებსაც სთხოვენ“

ქართული ბანკების საქმიანობა ექსპერტთა კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ ხდება. რადიო “კომერსანტის” გადაცემაში “თქვენი ბანკირი” ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ბანკები სესხის აღებისას ყველაფრის დაზღვევას ითხოვენ, ეს ეხება როგორც ქონების, ასევე სიცოცხლის დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს.

ექსპერტის თქმით, ეს იმ შემთხვევაშიც ხდება, თუ სესხის ამღებ პირს უკვე აქვს დაზღვევა. “არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კომპანიაში ხარ დაზღვეული. ბანკი მაინც თავისას გახვევს. თანაც ეს არ არის დაზღვევა კლიენტისთვის. ბენეფიციარი არის თავად ბანკი,” – აღნიშნავს ჯგერენაია და განმარტავს, რომ ეს პროცედურები გართულებულია და იმავდროულად ძალიან ძვირი.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები, რაც საბანკო ხელშეკრულებების გამჭვირვალობას და ყველა ხარჯის გაწერას ითვალისწინებს, ბაზარზე კონკურენციის გაზრდასა და საბანკო პროდუქტების გაიაფებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ახალი წესები პირველი ივნისიდან ამოქმედდა.

 

წყარო: კომერსანტი

Comments

comments