„თუ პრივატიზაცია არ დაჩქარდება და ინვესტიციებს ვერ მოვიზიდავთ, ლარის ვარდნა გაგრძელდება“ – ექსპერტი ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს განმარტავს

„ლარის ვარდნას სამი მიზეზი აქვს, ეს არის იმპორტის გაზრდა, ინვესტიციისა და ტრანსფერების შემცირება“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა.
ჯგერენაიას განცხადებით, ვალუტის დასტაბილურებისთვის აუცილებელია პრივატიზაციის დაჩქარება და ინვესტიციების მოზიდვა.

„ლარის ვარდნის ძირითადი მიზეზია ის, რომ ივნისში, მაისთან შედარებით, 100 მილიონით დაიკლო იმპორტის მოცულობამ. ამან დოლარზე მოთხოვნა შეამცირა და დოლარი გამყარდა. ივლისში ისევ 100 მილიონამდე გაიზარდა იმპორტის მოცულობა, რამაც დოლარზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია. ივლისის თვეში 120 მილიონით შემცირდა ინვესტიციების მოცულობა და რამდენიმე მილიონით შემცირდა ტრანსფერი. თუ პრივატიზაცია არ დაჩქარდება და ინვესტიციებს ვერ მოვიზიდავთ, ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდება“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

წყარო: www.kvira.ge

Comments

comments