ეკონომიკური შოკიდან გამოსვლის რა რეცეპტს დადებს “სავალუტო ფონდი”?

4

გადაცემა: „კურიერი“
თარიღი: 24/02/2015

კომერციულ ბანკებში ბოლო სამი თვის განმავლობაში 1 დოლარის ღირებულების ყველაზე მაღალი ნიშნული 2 ლარი და 42 თეთრი დაფიქსირდა.
“ეროვნული ბანკის” მონაცემებით, ლარი დღეს 7 პუნქტით გაუფასურდა და გაცვლითი კურსი 2 ლარი და 26 თეთრია.განსხავავებული კურსია სავალუტო ჯიხურებში. იქ დოლარს ოფიციალური კურსთან შედარებით 10-14 თეთრით ძვირად ჰყიდიან. ქვეყანის ეკონომიკურ კრიზისზე და მის მიზეზებზე საუბარი არ სურთ “სავალუტო ფონდის” საგანგებო მისიის დელეგაციის წევრებს. მზარდი დევალვაციის ფონზე, ისინი თავიათ რეკომენდაციებს ხელისუფლებას 10 დღეში წარუდგენენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის სახელზე რიგგარეშე სესიის გამართვის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ განაცხადი უკვე შევიდა, რომელსაც სრული ოპოზიცია აწერს ხელს და პარლამენტში პრემიერისაგან და ეკონომიკური გუნდისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვენ.

მინისტრთა კაბინეტს უმცირესობის მოთხოვნის გათვალისწინებას არ ურჩევენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ ეკონომიკური ექსპერტები ხელისუფლებას.ისინი გამოსავალს ბიუჯეტის კორექტირებაში ხედავენ და აცხადებენ, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები ხარჯვით ნაწილს უნდა შეეხოს.

იხილეთ ვიდეო: www.rustavi2.com

Comments

comments