September 23, 2014
სილაბუსი: ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო ფინანსური ბაზრები, MBA, 2014-15
სასწავლო კურსის მიზანია საერთაშორისო ფინანსური ბაზრის სტრუქტურის, აქტივებზე მოთხოვნის თეორიის, საპროცენტო განაკვეთების მერყეობის, საერთაშორისო ფინანსური ბაზრის რეგულირების საკითხების შესწავლა. ამასთან სასწავლო კურსი მიზანად ისახავს თანამედროვე საერთაშორისო ფინანსური ბაზრის თავისებურებების, ფულადი ბაზრის, კაპიტალის ბაზრისა და სავალუტო ბაზრის განვითარების კანონზომიერებათა შესწავლის საფუძველზე მაგისტრანტს ჩამოუყალიბოს ღრმა და სისტემური ცოდნა საერთაშორისო ფინანსური ბაზრის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის, ფინანსურ ბაზარზე შუამავლების საქმიანობის, საფინანსო აქტივების ბაზრის თეორიის, საპროცენტო განაკვეთის მერყეობის, ფინანსური ინოვაციების, ფინანსური ბაზრის მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ.
იხილეთ სილაბუსი: ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო ფინანსური ბაზრები, MBA, 2014-15