“საქართველოს გადაწყვეტილების მიმღები მინისტრები სჭირდება და არა მეორადი და ფორმალური”

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით “საქართველოს გადაწყვეტილების მიმღები მინისტრები სჭირდება და არა მეორადი და ფორმალური”.

ამის შესახებ ექსპერტმა ჟურნალისტებს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილელების კომენტირებისას განუცხადა.

“ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი. რეგიონალური განვითარების სამინისტროში იყო პრობლემები, სოფლის მეურნეობაშიც ხელშესახებ ეფექტს ვერ მივაღწიეთ. ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემატური სწორედ ეს სამინისტროები იყო. რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, ვფიქრობ, უახლოესი ერთი წელიწადი გადაადგილება არ მოხდება”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, მინისტრები საქმეში ჩახედულები უნდა იყვნენ, მოსმენა შეეძლოთ.

“საქართველოს გადაწყვეტილების მიმღები მინისტრები სჭირდება და არა მეორადი და ფორმალური მინისტრები. საქმეში ჩახედულები, კარგი გაგებით ამბიციურები და აბსოლიტურად საქმისთვის მობილიზებულები უნდა იყვნენ. ერთმა კაცმა არ შეიძლება გაზაფხული მოიყვანოს, გაზაფხული მოჰყავს გუნდს, მაგრამ გუნდს სჭირდება სოლიდური მოთამაშეები”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

სალომე ქავზინაძე

წყარო: accent.com.ge

Comments

comments